ავტორი:

ახალ ინფიცირებულებს შორის, ერთი 6 წლის ბავშვია - "დედა-შვილმა თურქეთის საზღვარი რამდენიმე დღის წინ გადმოკვეთა"

ახალ ინფიცირებულებს შორის, ერთი 6 წლის ბავშვია - "დედა-შვილმა თურქეთის საზღვარი რამდენიმე დღის წინ გადმოკვეთა"

ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, მაკა სოლოღაშვილის განცხადებით, კლინიკაში დღეს კორონავირუსის ინფექციით დადასტურებული 3 ახალი პაციენტი დაემატათ. მათგან ერთი 6 წლის ბავშვია.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, სამიდან ერთი ეროვნული ბანკის თანამშრომლის ოჯახის წევრია, დედა-შვილს კი გადმოკვეთილი აქვს რამდენიმე დღის წინ თურქეთის საზღვარი.

"ბოჭორიშვილის კლინიკაში ბოქსირებულ ნაწილში მკურნალობს 51 პაციენტი, აქედან 16-ს დადასტურებული აქვს კოვიდ -19. სამი პაციენტი დაემატა დღეს დადასტურებული დიაგნოზებიდან. ამ სამიდან ერთი არასრულწლოვანია. დედამ და 6 წლის შვილმა თურქეთის საზღვარი რამდენიმე დღის წინ გადმოკვეთა. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. არის მაღალი ტემპერატურა, ხველა, გამოიხატება პნევმონიის სურათი, მაგრამ მათი სუბიექტური მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

რაც შეეხება ეროვნული ბანკის კლასტერს, მათგან ჩვენთან ორი ოჯახის წევრი მკურნალობს. დღეს დადასტურებული შემთხვევა კი არის ზრდასრული ახალგაზრდა მამაკაცი," - განაცხადა სოლოღაშვილმა.

მისივე თქმით, მათ კლინიაში მყოფი პაციენტების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ორი პაციენტი არის საყურადღებო, ხოლო 18 წლამდე ასაკის სულ 7 პაციენტია.

ადგილობრივ და საექსპორტო ბაზარზე ზრდის პოტენციალის მქონე დარგები - მოსაზრებები ექსპორტის დივერსიფიკაციასთან დაკავშირებით და შესაბამისი რეკომენდაციები

უცხოეთში ხალხი იხვეწება, რომ ტესტი ჩაუტარონ და თუ სახელმწიფო ჩაგვიტარებს, მაგას რა სჯობს? - როდის ჩაუტარდებათ სასულიერო პირებს აგრესიული ტესტირება?

მარნეულის კლასტერიდან უმძიმესი პაციენტი გამოჯანმრთელდა და კლინიკას დღეს დატოვებს - ლევან რატიანი