ავტორი:

სტრასბურგში კორონავირუსით საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა

სტრასბურგში კორონავირუსით საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა

კორონავირუსით საზღვარგარეთ საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე გარდაიცვალა. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში, ბრიფინგზე განაცხადა.

იმნაძის ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალი სტრასბურგში დაიღუპა, რა საკითხზეც საგარეო საქმეთა სამინისტრო მუშაობს.

რაც შეეხება ქვეყანაში არსებულ მდგომარეობას, იმნაძის თქმით, ბოლო დღის განმავლობაში არცერთი საყურადღებო შემთხვევა, რომელიც არ იყო სხვა ცნობილ შემთხვევებთან დაკავშირებული, არ ყოფილა.

ეს საზღვარგარეთ კორონავირუსით ინფიცირებული საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების მეექვსე შემთხვევაა.

ადგილობრივ და საექსპორტო ბაზარზე ზრდის პოტენციალის მქონე დარგები - მოსაზრებები ექსპორტის დივერსიფიკაციასთან დაკავშირებით და შესაბამისი რეკომენდაციები

უცხოეთში ხალხი იხვეწება, რომ ტესტი ჩაუტარონ და თუ სახელმწიფო ჩაგვიტარებს, მაგას რა სჯობს? - როდის ჩაუტარდებათ სასულიერო პირებს აგრესიული ტესტირება?

მარნეულის კლასტერიდან უმძიმესი პაციენტი გამოჯანმრთელდა და კლინიკას დღეს დატოვებს - ლევან რატიანი