ავტორი:

სტრასბურგში კორონავირუსით გარდაცვლილი 40 წლამდე ქალი ონკოპაციენტი იყო - ახალი დეტალები ქართველ ემიგრანტზე

სტრასბურგში კორონავირუსით გარდაცვლილი 40 წლამდე ქალი ონკოპაციენტი იყო - ახალი დეტალები ქართველ ემიგრანტზე

საქართველოს ფარგლებს გარეთ კორონავირუსით საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე გარდაიცვალა. ახალგაზრდა ქალი სტრასბურგში დაიღუპა - ამის შესახებ დღეს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ პაატა იმნაძემ ისაუბრა.

როგორც AMBEBI.GE-ს საფრანგეთში მცხოვრები ემიგრანტები უყვებიან, 40 წლამდე ქალს ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემა ჰქონდა, ის ონკოლოგიურ დაავადებას მკურნალობდა, კორონავირუსით დაინფიცირებამ კი ლეტალური შედეგი მოიტანა.

"ჯერ საქართველოში მკურნალობდა და რამდენიმე თვეა რაც აქ ჩამოვიდა სამკურნალოდ. ცუდად იყო ძალიან, სისხლის კიბო ჰქონდა. ქიმიებს უკეთებდნენ. აქაც რომ გაუკეთეს ძალიან დასუსტდა. იმდენად ცუდად იყო, კორონავირუსი კი არა, უბრალო გრიპიც მოერეოდა“... - ამბობენ ემიგრანტები.

ეს ქართველის კორონავირუსით გარდაცვალების მეექვსე შემთხვევაა საქართველოს ფარგლებს გარეთ. პირველად 74 წლის ქალბატონი გარდაიცვალა ესპანეთის ერთ-ერთ კლინიკაში, მას მძიმე ქრონიკული დაავადება ჰქონდა.

რაც შეეხება საქართველოს მოქალაქე ონკოპაციენტის გარდაცვალებას, ეს უკვე მეორე შემთხვევაა. პირველად, ესპანეთში სამკურნალოდ წასული 5 შვილის დედა, სიმსივნით დაავადებული 34 წლის ცირა ალიხანაშვილი გარდაიცვალა.

უცხოეთში კორონავირუსით გარდაცვლილი არც ერთი ქართველი საქართველოში არ გადმოუსვენებით. ეპიდემიის დროს, ყველა ქვეყანაში მოქმედებს გარდაცვლილების დაკრძალვის სავალდებულო წესი და მიცვალებულის საქართველოში ტრასნპორტირება ჯერჯერობით არცერთ შემთხვევაში არ მომხდარა.

კორონავირუსის გამო ქართველი ფეხბურთელების ფასი დაეცა

როდის გამოიდარებს საქართველოში - უახლოესი დღეების პროგნოზი

ლენტეხის მუნიციპალიტეტი ჩაიკეტა - "რაიონში დაფიქსირდა შიდა გადაცემის ოთხი ახალი ფაქტი"