ავტორი:

"შევდივართ ე.წ. "ტალღის აზვირთების" პერიოდში, პაციენტების რაოდენობა მნიშვნელოვნად მოიმატებს" - აკაკი ზოიძე

"შევდივართ ე.წ. "ტალღის აზვირთების" პერიოდში, პაციენტების რაოდენობა მნიშვნელოვნად მოიმატებს" - აკაკი ზოიძე

"ეხლა შევდივართ (მართალია ნელ-ნელა, მაგრამ მაინც) ე.წ. "ტალღის აზვირთების" პერიოდში, როდესაც პაციენტების რაოდენობა მნიშვნელოვნად მოიმატებს" - ამის შესახებ სოციალურ ქსელში პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე აკაკი ზოიძე წერს.

თუმცა მისივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე ქვეყანა შედარებით კეთილსაიმედო სცენარით მიდის, მაგრამ "ეს თვითკმაყოფილების საშუალებას არ იძლევა".

"დღეს 11 აპრილია, ანუ მე 9 დღე ამ პოსტიდან და დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა ორმაგზე ნაკლებია: 2 აპრილს 130, დღეს 233 და ეს ხდება ბოლო კვირას გაფართოებული ტესტირების ალგორითმის პირობებში, როდესაც უფრო მეტ ადამიანს უტარდება ტესტირება. ეს კარგია, ისევე როგორც, კარგია, რომ დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ ჩატარებულ რეგულარულ სენტინელურ კვლევებში, როდესაც შემთხვევითი შერჩევის პრინციპით რესპირატორული ინფექციის სიმპტომების მქონე პირები იტესტებიან, ჯერჯერობით არ იქნა აღმოჩენილი ახალი კორონავირუსის შემთხვევა. ეს მეტყველებს იმაზე, რომ მიუხედავად იმისა, რომ ჩვენთან, სხვა ქვეყნებთან შედარებით გატესტილი ადამიანების რაოდენობა ცოტაა და ნელ-ნელა მატულობს უცნობი წყაროდან შიდა გადაცემის შემთხვევები, ამ უცნობი წყაროების რაოდენობა არ უნდა იყოს ჯერადად მაღალი უკვე დადასტურებულ 233 შემთხვევაზე.

✔ასევე კარგია, რომ დაავდებათა კონტროლის ცენტრი და შესაბამისი სამსახურები აგრძელებენ დადასტურებული შემთხვევების კონტაქტების აქტიურ და ინტენსიურ მოძიებას და იზოლაციას. ეს უმნიშვნელოვანესია შიდა გადაცემის შენელებისათვის და არის COVID -19 ბრძოლის მეთოდის: "ტესტირება/დადასტურება-კონტაქტების მოძიება-იზოლაცია" კრიტიკული ელემენტი და უნდა გაგრძელდეს, თუნდაც ამისთვის დაგვჭირდეს ძალიან ბევრი ადამიანის მობილიზება/სწავლება და ჩართვა.

თითეული სიკვდილი ტრაგედიაა, მაგრამ საბედნიეროდ, COVID 19 თან დაკავშირებული სიკვდილობაც არ იზრდება პროგრესულად ამ მომენტისთვის. ასევე, როგორც ამბობენ დაავდებათა კონტროლის ცენტრის ჯანდაცვის სამინისტროს სპეციალისტები, არ არის ზოგადად მძიმე მწვავე რესპირატორულ სინდრომთან ან გრიპთან დაკავშირებული სიკვდილობის მატება ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში, წინა წლების იმავე კვირებთან შედარებით. ეს უნდა მეტყველებდეს იმაზე, რომ არ უნდა გვქონდეს ათეულობით და ასეულობით სიკვდილი, რომლის რეალური მიზეზი COVID-19 იყო, მაგრამ ვერ დავადგინეთ. ესეც იმედის მომცემია.

✔ანუ, ჯერჯერობით კვლავაც მივდივართ შედარებით კეთილსაიმედო სცენარით, მაგრამ ეს თვითკმაყოფილების საშუალებას არ იძლევა, იმიტომ რომ ეხლა შევდივართ (მართალია ნელ-ნელა, მაგრამ მაინც) ე.წ. "ტალღის აზვირთების" პერიოდში, როდესაც პაციენტების რაოდენობა მნიშვნელოვნად მოიმატებს. ჩვენს მიერ რეკომენდაციების შესრულებაზე არის დამოკიდებული რამდენად. შესაბამისად ეხლა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უახლოეს პერიოდში დადასტურებული შემთხვევების გაორმაგების პერიოდი არ შემცირდეს ძალიან: დარჩეს 4-6 დღის ფარგლებში და რაც მთავარია, არ დაიწყოს COVID-19 ის სიკვდილობამ ზრდა პროგრესულად" - წერს აკაკი ზოიძე.

ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 233-მდეა. მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, კარანტინის რეჟიმშია 4856 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 370 პირი.

ვებგვერდზე დამატებულია ახალი გრაფა, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები, რომელთა რაოდენობა ამ დროისთვის სამს შეადგენს.

ახალი კორონავირუსით ინფიცირებული 233 ადამიანიდან 54 გამოჯანმრთელებულია. გარდაცვლილია 3 ადამიანი.

საქართველოს მთავრობა უმუშევრად დარჩენილ მოქალაქეებს 6 თვის განმავლობაში 150 ლარით დააფინანსებს - IMF

LIVE: "360 გრადუსი" - ალექსანდრე გოგინავა; დევი ტაბიძე; მიხეილ ნინუა; ცოტნე ანანიძე

აშშ საქართველოს უგზავნის 2 000 ცალ მაღალი ხარისხის სწრაფ ტესტს, რომელიც ვირუსს რამდენიმე საათში ადგენს