ავტორი:

"გუკას ექვსი თვე მიუსაჯეს, ერთი თვეა უფროსი შვილი არ მინახავს" - ნინო დარასელი კარანტინის დღეებზე

"გუკას ექვსი თვე მიუსაჯეს, ერთი თვეა უფროსი შვილი არ მინახავს" - ნინო დარასელი კარანტინის დღეებზე

"ერთი თვეა უფროსი შვილი არ მინახავს" - ეს კომენტარი ნინო დარასელმა სოციალურ ქსელში ერთ-ერთი მეგობრის სტატუსზე დაწერა. რა გახდა განშორების მიზეზი, როგორ ატარებს კარანტინის დღეებს და რა მდგომარეობაში არიან ჟურნალისტის ოჯახის წევრები, რომლებიც ახლა სასჯელს იხდიან AMBEBI.GE ნინო დარასელს დაუკავშირდა:

- ერთი თვეა, რაც უფროსი შვილი არ მინახავს. წყნეთში ცხოვრობს თავის შეყვარებულ გოგონასთან ერთად. არ გვენახება, რადგან ძალიან მოწესრიგებულია და ასე მიაჩნია სწორად. თუმცა მე მაინც ვთვლი, რომ ერთი კლასტერის ხალხი მაინც უნდა ვნახულობდეთ ერთმანეთს (იცინის).

- თავად როგორ გაგყავს დრო იზოლაციაში?

- სულ სახლში ვარ, ონლაინ ჟურნალი მაქვს და დისტანციურად უფრო მეტი მუშაობა მიწევს. რომ არ ვიცოდე, რომ ამ ვირუსისგან ადამიანები კვდებიან, რაღაც მომენტში გამიხარდებოდა ეს დიდი დასვენება. ახლა სხვა რეალობაა და არ გვიხარია.

- პანიკაში თუ ხარ ვირუსის გამო?

- საერთოდ არ მეშინია, არც პანიკა მაქვს, ოღონდ საკუთარი თავის მიმართ, მაგრამ სხვებს ვუფრთხილდები და ამიტომ ვარ ჩაკეტილი და სხვებსაც იგივეს მოვუწოდებ. ბევრად უფრო მეშინია იმ მდგომარეობის, რაც ამ სიტუაციას მოყვება, ეკონომიკურ კრიზისს ვგულისხმობ. ძლივს ფეხზე რომ დგებოდა ქვეყანა და ამხელა დარტყმა მიადგა. ყველაზე ვდარდობ, უამრავმა ადამიანმა დაკარგა სამსახური, გარდა სახელმწიფო სამსახურებში დასაქმებულებისა. ვირუსს შეიძლება გადაურჩეს ადამიანი, მაგრამ რაც დაკარგული სამსახურის გამო ნერვიულობას შეიძლება მოჰყვეს, ვერა. იმის მეშინია, რომ რა შეიძლება გამოიწვიოს შემდგომ დიდხნიანმა იზოლაციამ. ამიტომ უნდა ვიყოთ სახლში, რომ არ გახანგრძლივდეს ეს პროცესი.

ნინო დარასელის უფროსი შვილი და რუსუდან კერვალიშვილი

- თქვენი უმცროსი შვილი მარიტა როგორ უძლებს კარანტინს?

- ძალიან კარგად გადაეწყო ახალ რელსებზე. დღის პირველი ნახევარი ონლაინ გაკვეთილები აქვს, მაგრამ გარეთ უნდა მეგობრებთან შეხვედრა, ურთიერთობა. თუმცა მარიტაზე მაინც ვიტყოდი, რომ ამ ნოეს კიდობანში ცხოვრებას მოერგო.

- პენიტენციალური სისტემა ჩაიკეტა მნახველებისთვის, დედასთან თუ ახერხებ საუბარს?

- დედაჩემი ისეთი მშვიდი ადამიანია, რომ იქით მამშვიდებს. თითქოს არაფერი შეცვლილა მის ცხოვრებაში. იქაურ ცხოვრებაზე ბევრს არ ვლაპარაკობთ. ამ მწარე რეალობას ვაცილებთ თავს. ჩვენს მდგომარეობას რომ შეხედოთ რეალურად ძალიან მძიმეა. ყველა იქ არის...

- გუკას სასამართლო ხომ არ ყოფილა?

- დიახ, იყო უკვე და 6 თვე მიუსაჯეს. ალბათ მერე ერთად გამოვა ყველა. გუკაზე მეტი საუბარი არ მინდა, ეს მისი პირადია. რეალურად რუსოს და მაიას იქ გამოკეტვამ არავის არაფერი არგო. დედაჩემი ერთი წუთითაც არ დაფიქრდებოდა და უფრო მეტ წელზეც თანახმა იქნებოდა ციხეში ყოფილიყო, რეალურად ამით რამე რომ მოგვარებულიყო. ხომ ნახეთ, რომ ამან პრობლემა რეალურად ვერ მოაგვარა. ძალიან ძლიერია რუსო, ამ ეპიდემიამ კიდევ ერთხელ დაგვანახა რა ცოტა დრო გვაქვს ადამიანებს და როგორი ძვირფასია თითოეული წამი ჩვენთვის. დასანანია, რომ ეს ორი 60 წელს გადაცილებული ქალი ასე გამოკეტეს. რამე რომ შეცვლილიყო კიდევ მესმის, არ იყო ეს გამოსავალი და თავიდანვე ცხადი იყო, წლებმაც იგივე აჩვენა.

"ეს ეძღვნებოდა რუსოს და მაიას... ბედნიერები ვიყავით, რომ უყურებდნენ ბავშვს, რომელიც ოთხი წელია არ უნახავთ" - ნინო დარასელის 11 წლის შვილმა ტელემაყურებელი მოხიბლა

სკანდალური ქადაგების შემდეგ დეკანოზი თადეოზ სარალიძე შენდობას ითხოვს - "ქადაგებამ, რომელიც იყო არაკორექტული, დიდი შეშფოთება გამოიწვია..."

რუსეთის პატრიარქმა ილია მეორეს წმინდა ნინოს ხსენების დღე მიულოცა