ავტორი:

კორონავირუსით ინფიცირებულთა სტატისტიკა გაზრდილია, მაგრამ იმედისმომცემია, რადგან კონტროლირებადია - მარინა ეზუგბაია

კორონავირუსით ინფიცირებულთა სტატისტიკა გაზრდილია, მაგრამ იმედისმომცემია, რადგან კონტროლირებადია - მარინა ეზუგბაია

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ინფექციურ საავადმყოფოში ბათუმიდან დედა-შვილი გადმოიყვანეს და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია.

როგორც ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ინფიცირებულთა სტატისტიკა გაზრდილია, მაგრამ ეს ფაქტი მაინც იმედისმომცემია, რადგან ვითარება კონტროლირებადია.

„სტატისტიკა გაზრდილია, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ეს გაზრდილი სტატისტიკა იმედისმომცემია იმ თვალსაზრისით, რომ მართალია, გრძელდება დადასტურებული შემთხვევები, მაგრამ ეს ზომიერი და კონტროლირებადია.

გუშინ, დილით 233 პაციენტი იყო, რომლებსაც კორონავირუსი დადასტურებული აქვთ. როგორც ვიცით, სამი არის შემოტანილი დადასტურებული შემთხვევა, რომელსაც 233 შემთხვევას არ ვათვლით და ცალკე განვიხილავთ. 233 პაციენტს 19 პაციენტი დაემატა. დღეს დილისთვის გვაქვს 252 შემთხვევა. ამ 252 შემთხვევიდან უკვე 63 გამოჯანმრთელებულია საერთო მაჩვენებლით და მათ შორის 42 არის ჩვენი პაციენტი, რომლებიც გამოჯანმრთელდნენ. გუშინ, ჩვენ 4 პაციენტი დაგვემატა. თუ გამოჯანმრთელებული პაციენტების რიცხვს 252 პაციენტს გამოვაკლებთ, გამოდის, რომ 192 პაციენტი მკურნალობს ამ ეტაპზე კორონავირუსის სამკურნალო ცენტრებში.

ბათუმიდან დედა-შვილი უკვე გადმოიყვანეს ჩვენთან. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ამ ეტაპზე ისეთი მდგომარეობაა, რომ დაავადების პროგრესირებას არ ველით, თუმცა გაფართოებული კვლევები კიდევ უფრო დაგვაზუსტებინებს მათ ზოგად მდგომარეობას შეფასების თვალსაზრისით. ამ ორი პაციენტის გარდა, ჩვენ ახალი პაციენტი არ გვყავს“, - განაცხადა ეზუგბაიამ.

ეზუგბაიას განმარტებით, კლინიკაში მხოლოდ 1 პაციენტი რჩება, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობის პროგნოზირება ჯერჯერობით შეუძლებელია.

„3 კრიტიკული პაციენტიდან, დღეს შემიძლია გითხრათ, რომ ერთის მდგომარეობა დასტაბილურდა და კრიტიკულად არ ითვლება, მძიმე პნევმონიებიდან კრიტიკული რჩება, მხოლოდ 2 პაციენტი, თუმცა ერთ-ერთ მათგანთანაც უკვე სტაბილიზაცია შეინიშნება და მხოლოდ ერთი პაციენტი რჩება კვლავ მძიმედ, რომლის პროგნოზის გათვალისწინება ჯერჯერობით შეუძლებელია, თუ დინამიკაში მონიტორინგი არ გაგრძელდება და არ შევაფასებთ დინამიურად.

ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსით 63 პაციენტია გამოჯანმრთელებული, ხოლო 3 გარდაიცვალა. გარდა ამისა, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

"როგორც თქვენი ეპისკოპოსი ძალიან გთხოვთ, დარჩით სახლებში აღდგომასაც!" - მეუფე მელქისედეკი

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

"მეუფე იაკობი ჩემზე უმცროსია, ვთხოვ მას, რომ მეტად მორიდებული იყოს, როცა ასაკით უფროს ადამიანებს ესაუბრება" - გამყრელიძე