ავტორი:

ისტორიაში პირველად, აშშ-ის ყველა შტატი უბედურების ზონად გამოცხადდა - ბოლო 24 საათის მონაცემები მსოფლიოს 3 ყველაზე დაზარალებული ქვეყნიდან

ისტორიაში პირველად, აშშ-ის ყველა შტატი უბედურების ზონად გამოცხადდა - ბოლო 24 საათის მონაცემები მსოფლიოს 3 ყველაზე დაზარალებული ქვეყნიდან

კორონავირუსის გავრცელების გამო, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ვაიომინგის შტატში უბედურების ზონად გამოცხადების გადაწყვეტილება დაამტკიცა, რაც ნიშნავს, რომ აშშ-ის ისტორიაში, პირველად, ყველა შტატი უკვე ერთდროულად მოექცა უბედურების ზონის ფარგლებში.

თეთრი სახლის ინფორმაციით, უბედურების ზონად გამოცხადების შემთხვევაში შტატებს და ადგილობრივ მთავრობებს, ასევე არაკომერციულ ორგანიზაციებს საშუალება ეძლევათ ფედერალური დაფინანსება მიიღონ.

შტატის მთავრობებს, ასევე, დაეხმარებიან ფედერალური რესურსებით, როგორებიც არის საგანგებო სიტუაციების მართვის ფედერალური სააგენტო და არმიის საინჟინრო კორპუსი. გადაწყვეტილება ქვეყანაში მას შემდეგ მიიღეს, რაც გარდაცვლილთა რიცხვმა 20 000-ს გადააჭარბა (21,474 განახლებული ინფორმაციით), ხოლო ინფიცირებულთა რაოდენობამ - ნახევარ მილიონს (545,830). გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი 31,113-ია.

აშშ პირველი ქვეყანა გახდა მსოფლიოში, სადაც კორონავირუსით ერთი დღე-ღამის მანძილზე 2 000-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა. აღსანიშნავია, რომ ფატალური შემთხვევების რაოდენობით აშშ-მ იტალიას გაუსწრო და გლობალური მასშტაბით პირველი ადგილი დაიკავა.

რაც შეეხება იტალიას... იტალიაში ბოლო 24 საათის განმავლობაში ახალი კორონავირუსით 431 ადამიანი დაიღუპა, დაინფიცირდა 4 092. შესაბამისი მონაცემები worldometers-ზეა განთავსებული. ამავე ინფორმაციით, იტალიაში ვირუსით საერთო ჯამში გარდაიცვალა 19 899 ადამიანი, ხოლო ინფიცირებულთა ჯამური რიცხვი 156 363 ადამიანს შეადგენს.

ქვეყანაში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა 34 211 პაციენტი.

ესპანეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში ბოლო დღე-ღამის მანძილზე კორონავირუსით 619 ადამიანი გარდაიცვალა, რაც 109-ით მეტია შაბათის მონაცემთან შედარებით. ამგვარად, ესპანეთში გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 16 972 შეადგინა. ქვეყანაში ბოლო 24 საათში ინფიცირების 4 167 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რითაც დაავადებულთა საერთო ოდენობამ ესპანეთში 166,019-ს მიაღწია.

ქვეყანაში ვირუსისგან 62,391 ადამიანი განიკურნა.

ესპანეთი მსოფლიოში ინფიცირებულთა რაოდენობით, აშშ-ის შემდეგ, მეორე ადგილზეა.

"ეს ვირუსი არსად წასვლას არ აპირებს... უნდა ვისწავლოთ კორონავირუსთან ერთად ცხოვრება" - ჯანმო-ს პრესსპიკერი

იტალიის მთავრობამ წიგნის და ბავშვთა მაღაზიებს მუშაობის განახლების ნებართვა მისცა

ჯო ბაიდენს ყოფილი თანაშემწე სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებს - "ცდილობდა ეკოცნა..მეჩურჩულებოდა, "გინდა, სადმე წავიდეთ?"