ავტორი:

გაიცანით ქართველი ქალბატონი, რომელიც კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული ყოველი პაციენტის სახელზე თავისი კორპუსის ეზოში ხეს რგავს

გაიცანით ქართველი ქალბატონი, რომელიც კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული ყოველი პაციენტის სახელზე თავისი კორპუსის ეზოში ხეს რგავს

მსოფლიო პანდემიამ ადამიანების ცხოვრების სტილი შეცვალა - დღეს ყველა და ყველაფერი მხოლოდ ახალ კორონავირუსს უკავშირდება - ყოველი გამოჯანმრთელებული პაციენტის შესახებ ცნობა საზოგადოების დიდ სიხარულს იწვევს. ამ სიხარულის ნიშნად გადაწყვიტა მანანა კენჭიაშვილმა, რომელსაც წარსულში ჟურნალისტური საქმიანობის დიდი გამოცდილება აქვს და ამასთან, მოყვარული მებაღე-მემცენარეა, ყოველი გამოჯანმრთელებული პაციენტის სახელზე ხე დარგოს თავისი კორპუსის ეზოში.

- დიღმის მასივში 40 წელია ვცხოვრობ, 9 წელია, კორპუსი შევიცვალე. ჩვენი უბანი თბილისში ყველაზე გამწვანებული და ეკოლოგიურად სუფთაა, ამიტომ მეც თვალი შეჩვეული მაქვს სიმწვანეს და თუ სადმე უნარგავო ადგილს ვნახავ, მეჩოთირება. ჩემს კორპუსს რამდენიმე პატარა ნაკვეთი ჰქონდა, მშენებლებმა ერთი-ორი ხე კი დარგეს, მაგრამ ადგილი კიდევ იყო დარჩენილი და მისი გამწვანება გადავწყვიტე. ეზოში სასეირნოდ შვილიშვილი რომ ჩამყავდა, ერთად ვბარავდით, ვრგავდით, ვთესავდით... ასე გავალამაზეთ ეზო.

ხეების დარგვა გუშინ და დღეს არ დამიწყია - როცა ჩემს ცხოვრებაში რაიმე ღირსშესანიშნავი ხდებოდა, ხეს ვრგავდი. ასე გამოვხატავდი სიხარულსაც და მადლიერებასაც. ეს მაშინ გადავწყვიტე, როცა შვილი შემეძინა. იმდროინდელი უსუსური ნერგები ახლა ღონიერი ხეები არიან.

- თქვენი ინიციატივა - გამოჯანმრთელებული ადამიანების სახელზე ხის დარგვა მართლაც მისაბაძი საქმეა.

- ...მე იმაზეც ვიფიქრე, კორპუსის ეზოში განა რამდენი ნარგავი დაეტევა-მეთქი? ჰოდა, ასეთი რამ მოვიფიქრე: როცა სამშვიდობოს გავალთ, იქნებ ქალაქის მერიამ სადმე ტერიტორია გამოყოს ტყის ან თუნდაც ხეივნის გასაშენებლად, სადაც მსურველი ხეს დარგავს. ამით ჩვენს ეკოლოგიურ მდგომარეობასაც შევაშველებთ ხელს და კარგ ტრადიციასაც ჩავუყრით საფუძველს.

- გარემოზე ასეთი ზრუნვა როდის დაიწყეთ?

- ეზოიანი სახლი გვქონდა და პაპასთან ერთად ვრგავდი, ვსხლავდი, ვამყნობდი ხეხილს და ეს საქმე თამაშზე მეტად მსიამოვნებდა.ახლა მეექვსე სართულზე ვცხოვრობ, მოზრდილი აივანი გვაქვს, სადაც მხოლოდ დილის მზე ანათებს, და ერთწლიან მცენარეებს ვამრავლებ. ჩრდილის მოყვარული მცენარეებიც კარგად ხარობენ. ნიადაგის გასანოყიერებლად მხოლოდ ბუნებრივ სასუქს, იოდიან ან შაქრიან წყალს ვხმარობ. დამწყებმა მეყვავილემ ჯერ შერჩეული მცენარის "ხასიათი" უნდა ისწავლოს და იმის მიხედვით მოუაროს.

- როგორ შეიცვალა თქვენი ცხოვრების წესი მსოფლიო პანდემიის გამო გამოცხადებული საგანგებო სიტუაციის დროს?

- ახლა, როცა ყველანი შინ ვართ, კაცი მცენარეებზე ზრუნვაზე უკეთეს თავშესაქცევს ვერ გამონახავს, დროსაც მოკლავს და ინტერიერ-ექსტერიერსაც გაილამაზებს.

ჩემი ბავშვობის თბილისი მეტად გამწვანებული იყო, მარტო დიღმის ტყე რად ღირდა?! აი, ბეტონის ჯუნგლებად ნაქცევ უბნებს რაღა ეშველება, თორემ ქალაქის მერია ნერგებს კი რგავს. მშენებლობის ბუმმა ამოხუთა ქალაქი. ამიტომ ყველა კორპუსის წინ რომ დაირგოს ხემცენარეები, ნაწილობრივ მაინც გამოსწორდება ეს მდგომარეობა. წაიკითხეთ სრულად

"ჯერ მოხდა მღვდლის დაინფიცირება, შემდეგ მისი დის ანუ ჩვენი ექთნის და მისგან უკვე ჩვენი თანამშრომლების" - კლინიკა "თიმის" დირექტორი

"ცეცხლს ვეთამაშებით, იცოდეთ... მომავალი 2-3 კვირა იქნება ძალიან მძიმე" - ამირან გამყრელიძე მოსახლეობას მოუწოდებს, რეკომენდაციები დაიცვან

საცობი თბილისის შემოსასვლელში - რა ხდებოდა მას შემდეგ, რაც პრემიერმა ოთხი ქალაქის ჩაკეტვა დაანონსა (ვიდეო)