ავტორი:

გორთან ავარიის შედეგად ახალგაზრდა ქალი დაშავდა

გორთან ავარიის შედეგად ახალგაზრდა ქალი დაშავდა

თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალის გორის მონაკვეთზე, სოფელ ახალშენთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა.

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ახალგაზრდა ქალი სხეულის მრავლობითი დაზიანებით კლინიკაში გადაიყვანა.

ერთმანეთს მსუბუქი ავტომანქანა და აგურით დატვირთული მისაბმელიანი სატრანსპორტო საშუალება შეეჯახა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მსუბუქი ავტომობილის მგზავრი დაშავდა.

ამ წუთებში, შემთხვევის ადგილზე, საპატრულო პოლიციის ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

ავტობანზე 15 მანქანა დაიმტვრა - ფოტოები ავარიის ადგილიდან

"დაზიანდა 26 ავტომობილი, მოტეხილმა ხის ტოტებმა დააზიანა ელსადენები" - დიდთოვლობის გამო, საგანგებო სამსახურში 140 შეტყობინება შევიდა

თვითმხილველების ინფორმაციით, წყნეთის გზაზე ავტობუსის მოსაცდელი გადაყირავდა, რომელიც არასრულწლოვანს დაეცა