ავტორი:

ინფიცირების ახალი შემთხვევა კასპში - ახალგაზრდა მამაკაცი საპატრიარქოს დაცვაში მუშაობს

ინფიცირების ახალი შემთხვევა კასპში - ახალგაზრდა მამაკაცი საპატრიარქოს დაცვაში მუშაობს

შიდა ქართლში ახალი კორონავირუსით ინფიცირების კიდევ ერთი შემთხვევა დადასტურდა. კოვიდინფიცირებული ახალგაზრდა მამაკაცი კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოვლეს მცხოვრებია.

"ინტერპრესნიუსის" წყაროს ცნობით, შიდა ქართლის რეგიონში მესამე ინფიცირებული, თბილისში დაცვის სამსახურის თანამშრომელია და სამუშაო ადგილზე სოფელ ხოვლედან დადიოდა.

როგორც აღმოჩნდა, კორონავირუსით დაინფიცირებული ეს პაციენტი საპატრიარქოს გარე პერიმეტრის დაცვის თანამშრომელია. საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელმა მამა ანდრია ჯაღმაიძემ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მას პატრიარქთან და სხვა პირებთან შეხება არ ჰქონია

"ზოგადად საპატრიარქოს დაცვის სამსახური არ ჰყავს. მის დაცვას ახორციელებს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური. დროდადრო ხდება თანამშრომლების როტაცია.

დაავადება აღმოაჩნდა ამ სამსახურის წარმომადგენელს, რომელიც საპატრიარქოში შემოსასვლელს აკონტროლებდა. ვისთან ერთადაც ასრულებდა სამუშაოს, კიდევ ორ თანამშრომელს ასევე ჩაუტარდათ კვლევები და მათ არ დაუდასტურდათ ვირუსი.

დაცვის ამ წევრს საპატრიარქოს შიდა შენობასთან და თანამშრომლებთან სხვა კონტაქტი, გარდა შემოსასვლელი პუნქტისა არ ჰქონდა" - აღნიშნა ჯაღმაიძემ.

კასპში კორონავირუსული ინფექციის დადასტურების შესახებ ცნობილი დღეს დილით გახდა. სოფელ ხოვლეში აცხადებენ, რომ შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლების მიერ დილიდან მიმდინარეობს ინფიცირებულთან პირდაპირი და ირიბი კონტაქტების დადგენა.

"ტაძარი უფლის სახლია... წესების დაცვით, საღამოს 9-დან დილის 6 საათამდე მორწმუნეთა იქ დარჩენა შესაძლებელია" - კვირიკაშვილი

"საბა" მოსახლეობას სახლში დარჩენისკენ უჩვეულო გზით მოუწოდებს

"კორონავირუსით ინფიცირებული ბიჭი სოფელ ითხვისში სამძიმარზე იმყოფებოდა" - ჭიათურის მერი ახალ შემთხვევაზე