ავტორი:

იზრუნე სახლში დარჩენილ ბებო-ბაბუებზე

იზრუნე სახლში დარჩენილ ბებო-ბაბუებზე

ახალი კორონავირუსის პრევენციისა და დაინფიცირებისგან თავის დაცვის ერთ-ერთი გზა სახლში დარჩენა, სოციალური დისტანცირება და ხალხმრავალი ადგილებისთვის თავის არიდებაა.

ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია 60+ ასაკის ადამიანებისთვის, რომლებიც ყველაზე მაღალ რისკ ჯგუფს წარმოადგენენ, ბევრი მათგანი ქრონიკული დაავადებების მქონეა, ბევრსაც უბრალოდ ასაკობრივად აწუხებს ჯანმრთელობის პრობლემები, შესაბამისად, ამ ასაკის ადამიანების მდგომარეობის გართულების ალბათობაც უფრო მაღალია.

ლიბერთი ბანკი უკვე რამდენიმე კვირაა თითოეული ოჯახის კარზე “აკაკუნებს” და ახალგაზრდებს სთხოვს ბებიებსა და ბაბუებს გაუფრთხილდნენ, შეძლებისდაგვარად დაეხმარონ მათ, შეუქმნან მათ პირობები და სახლში დატოვონ ის ადამიანები, რომლებიც მთელი ცხოვრებაა მათზე ზრუნავენ. იმისთვის, რომ ხანდაზმული ადამიანებისთვის ეს პერიოდი გამარტივებულიყო და ეპიდემიის სწრაფი გავრცელების შემთხვევაში, მათთვის სახლიდან გამოსვლის აუცილებლობა მინიმუმამდე დასულიყო რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივა განხორციელდა: ბანკმა, საკუთარი რესურსით (100მლნ ლარი) აპრილის პენსიები ჩარიცხა ყველა 70+ პენსიონერის ანგარიშზე რამდენიმე კვირით ადრე, ასევე შექმნა სპეციალური ვებგვერდი www.myliberty.ge, სადაც შესაძლებელი გახდა პენსიის ჩარიცხვის დღისა და დროის შემოწმება, რამდენიმე თვით გახანგრძლივდა სოციალური ბარათების მოქმედების ვადა, შესაძლებელი გახდა თანხის განაღდება ბანკომატის გარეშე ლიბერთის პარტნიორ აფთიაქებში და ა.შ.

#დარჩისახლში გამოწვევამ ახალი რეალობის წინაშე დაგვაყენა. ზოგი ერთადაა, ზოგი ცალ-ცალკე. ზოგის ოჯახი სივრცესა და ამბავს ერთად იზიარებს, ზოგი ორ ნაწილადაა გაყოფილი, ერთი ნაწილი - ქალაქშია, მეორე კი, ბებია-ბაბუები, სოფლად, მომლოდინედ და მარტოდ. ბევრმა ადამიანმა საკუთარ თავში ახალ-ახალი შესაძლებლობები აღმოაჩინა, თაროზე შემოდებულ წაუკითხავ წიგნებს მტვერი გააცალა, ძველი ალბომები გადაშალა და ასე, წლების შემდეგ, სურათებიდან გაიცნო პაპის პაპა, ბებოს უფროსი და, ადამიანები, რომლებისთვისაც თვალი რეალურ ცხოვრებაში არასდროს მოუკრავთ და რომლებსაც ბებო-ბაბუს მოყოლილი ამბებიდან იცნობენ.

ბავშვების გრაფიკიც სრულიად თავდაყირა დადგა, უთენია ადგომა და სკოლისთვის მომზადება აუცილებლობას აღარ წარმოაგდენს.

და მაინც რას შვებიან ისინი ახლა? როგორ ერთობიან? რას აკეთებენ?

მათ იზოლაციასთან გამკლავების ყველაზე კეთილი და სასარგებლო გზა გამონახეს. ისეთი, როგორიც ამ ვიდეოშია:

ისინი პირისპირ თუ დისტანციურად უხსნიან და ასწავლიან, შარფებისმოყვარულ მაყვალა ბებოს, ბაბუაწვერათმიან ციცინოს, თვალებციმციმა კოტე ბაბუს, კოხტანაწნავებიან სვეტლანას, ტკბილხმიან ზაურა ბაბუს ან უბრალოდ, ალადების ოსტატ ნუციკო ბებოს. აი, ზუსტად იმას, ალადებს სახელდახელოდ რომ გამოაცხობს და კარის მეზობელ თმაქოჩორა დათუნას/ზუკას/ნიკოლოზს/მარიამს/ნუცას/ ლიზიკოს/სანდროს/ლუკას კი არაფრის დიდებით არ დაივიწყებს.

ასწავლიან, თუ როგორ ისარგებლონ დისტანციურად საბანკო სერვისებით, ლიბერთის მობაილ ბანკით და კომუნალურები გარეთ გასვლისა და ნაღდი ფულის გამოყენების გარეშე, სახლიდან გაუსვლელად გადაიხადონ. უხსნიან, თუ როგორ შეიძლება დისტანციურად ამ ასაკშიც კი, ოსტატურად გაუმკლავდე ყოველდღიურობას და თავი საფრთხეში არ ჩაიგდო. როგორ შეიძლება შეამოწმო პენსიის ჩარიცხვის თარიღი www.myliberty.ge-ზე ან თითონ უმოწმებენ, ეხმარებიან რომ დიდხანს რიგში, ბევრ ხალხში დგომა არ მოუწიოთ.

ასწავლე შენც!

და მერე, ბევრი წლის შემდეგ, როცა „კორონასვირუსის ჟამის სკივრს“ თაროდან გადმოვიღებთ და საერთო ისტორიების ამოლაგებას დავიწყებთ, გვჯერა, ერთ-ერთი ამბავი აუცილებლად იქნება იმაზე, თუ როგორი ძნელი და შეუძლებელი გახდებოდა ქვეყანაში მხოლოდ ერთი ადამიანისთვის მიგვენიჭებინა ჩემპიონობა შვილიშვილის საუკეთესო როლის შესრულებისთვის, მსოფლიო ჩემპიონატი რომ ჩაგვეტარებინა.

R

,,ტერასა ჯგუფი“  ,,კათარზისის“  400  ბენეფიციარს სასურსათო პროდუქტებით დაეხმარა

“ნებისმიერ ვირუსთან ბრძოლისას, რძის პროდუქტი იმუნური სისტემის მთავარი გამაძლიერებელი კომპონენტია“

„სმარტი“ სააღდგომოდ მიწოდების სერვისს ნერგავს