ავტორი:

7-11- 21 - ყველაზე იღბლიანი რიცხვების კომბინაცია #დარჩისახლში, გაერთე და მოიგე 50 000 ლარი!

7-11- 21 - ყველაზე იღბლიანი რიცხვების კომბინაცია #დარჩისახლში, გაერთე და მოიგე 50 000 ლარი!

„საქართველოს ეროვნული ლატარია“ საზოგადოებას აძლევს უნიკალურ შანსს, სახლში ყოფნისას გამოწვეული სტრესი გართობით ჩაანაცვლოს, საკუთარ თავს მისცეს შანსი, მოიგოს 50 000 ლარი და ამავდროულად გახდეს ქველმოქმედების მონაწილე! ხვალიდან, 15 აპრილიდან, კომპანია მომხმარებელს ახალ გადასაფხეკ ლატარიას „7-11-21“-ს სთავაზობს, რომლის შეძენა შესაძლებელია სასურსათო მარკეტების „კარფურის“, „მაგნიტისა“ და „სპარის“ ქსელში, „ავერსის“ აფთიაქებში, „გალფის“ ბენზინგასამართი სადგურების მარკეტებში და, რა თქმაუნდა, საქართველოს ფოსტის იმ ჯიხურებში, რომლებიც საგანგებო მდგომარეობის დროს გახსნილია და მუშაობს.

იმ შემთხვევაში, თუ თქვენ სახლიდან გასვლა დაგჭირდათ გადაუდებელი აუცილებლობის გამო, ზემოჩამოთვლილი რეალიზაციის წერტილებიდან შეგიძლიათ ხელს გაიყოლოთ ახალი მომენტალური ლატარია „7-11-21“ და მოიგოთ სხვადასხვა რაოდენობის თანხა, მაქსიმალური მოგებით 50 000 ლარი!

კომპანიის გადაწყვეტილებით, ახალი მომენტალური ლატარიის გაყიდვებიდან შემოსული თანხის ნაწილი იმ მრავალშვილიან ოჯახებს მოხმარდება, რომლებსაც კორონავირუსის გავრცელების გამო, ფინანსური პრობლემები შეექმნათ.

„საქართველოს ეროვნული ლატარიის“ მომენტალური გათამაშების (გადასაფხეკი ლატარია) ბილეთების დამზადებას საერთაშორისო კომპანია „Scientific Games International Company“უზრუნველყოფს, რაც იმის გარანტიაა, რომ ბილეთები მაღალი დაცულობით გამოირჩევა. მომენტალური ლატარია „7-11-21“ მსოფლიოში დიდი პოპულარობით სარგებლობს და ის ხვალიდან უკვე ქართველი მომხმარებლებისთვისაც ხელმისაწვდომი გახდება.

ახალი მომენტალური ლატარიის თამაშის წესები საკმაოდ მიმზიდველია როგორც შინაარსობრივად, ისე ვიზუალურად.

თამაშის წესები

ბილეთის წინა მხარეს, გადასაფხეკი საფარის ქვეშ, განთავსებულია ექვსი სათამაშო ველი,სახელწოდებით „თამაში 1“, „თამაში 2“, „თამაში 3“, „თამაში 4“, „თამაში 5“ და „თამაში 6“;

თითოეულ თამაშში სამი სათამაშო სიმბოლოა.ბილეთი მოგებულია, თუ ნებისმიერ სათამაშო ველში აღმოჩნდება სიმბოლო „7“, ან „11“, ან „21“ ან „ê“. აღნიშნული სიმბოლოს აღმოჩენის შემთხვევაში, მოთამაშე იგებს ამ თამაშში მითითებულ თანხას. სიმბოლო „ê“ აღმოჩენის შემთხვევაში, სათამაშო ველში მითითებული მოგებული თანხა ორმაგდება.

თამაშები ერთმანეთისგან დამოუკიდებელია და ყველა მოგებული თანხა ჯამდება. ასე, რომ ითამაშეთ ახალი მომენტალური ლატარია მოგების გაოთხმაგებული შანსითდა დაძლიეთ სახლში ყოფნით გამოწვეული სტრესი.

გახსოვდეთ, იგებს ის, ვინც თამაშობს, მოგება კი შეუძლია ყველას!

„საქართველოს ეროვნული ლატარია“ გისურვებთ ჯანმრთელობას!

"კორონავირუსით ინფიცირებული ბიჭი სოფელ ითხვისში სამძიმარზე იმყოფებოდა" - ჭიათურის მერი ახალ შემთხვევაზე

გთავაზობთ აკად. ფ. თოდუას სამედიცინო ცენტრის ნევროლოგის დალი ბერულავას რეკომენდაციებს - როგორ გავუმკლავდეთ თვითიზოლაციის დღეებს

არ იქნება მართალი, რომ ერთი დაინფიცირებული სასულიერო პირის გამო, მრევლს ტაძარში მისვლა ავუკრძალოთ - მეუფე დავითი