ავტორი:

COVID-19-ით ინფიცირებული სასწრაფო დახმარების თანამშრომლების კონტაქტების წრე 260-დან 280 ადამიანამდეა

COVID-19-ით ინფიცირებული სასწრაფო დახმარების თანამშრომლების კონტაქტების წრე 260-დან 280 ადამიანამდეა

სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლებს, რომელთაც კორონავირუსი დაუდასტურდათ, შეხება ჰქონდათ 260-დან 280-მდე პირთან, - ამის შესახებ ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა შოთა რეხვიაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ხუთი დაინფიცირებულიდან სამი ექიმი, ერთი ექთანი და ერთი მძღოლია.

როგორც გუბერნატორმა აღნიშნა, ეს წრე შეიძლება გაფართოვდეს.

„როგორც ვიცი, ამ ხუთი დაინფიცირებულიდან სამი ექიმი, ერთი ექთანი და ერთი მძღოლია. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ბოლო დღეებში მათი მხრიდან აქტივობები არ ყოფილა, თუმცა საიდან შეწყდა მათი გამოძახებები და სამსახურეობრივი მოვალეობების შესრულება, ზუსტად არ ვიცი“,-განაცხადა შოთა რეხვიაშვილმა.

ფოთში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა - დანფიცირებული ექიმია

"ტაძარი უფლის სახლია... წესების დაცვით, საღამოს 9-დან დილის 6 საათამდე მორწმუნეთა იქ დარჩენა შესაძლებელია" - კვირიკაშვილი

"საბა" მოსახლეობას სახლში დარჩენისკენ უჩვეულო გზით მოუწოდებს