ავტორი:

„უ-საზღვრო მხარდაჭერა SPAR-ისგან“ - რომელ ქვეყნებში მცხოვრებ ქართველებს დაეხმარა Spar-ი სასურსათო ვაუჩერებით

„უ-საზღვრო მხარდაჭერა SPAR-ისგან“ - რომელ ქვეყნებში მცხოვრებ ქართველებს დაეხმარა Spar-ი სასურსათო ვაუჩერებით

COVID-19-თან დაკავშირებით მსოფლიოში შექმნილი რთული და საგანგებო მდგომარეობიდან გამომდინარე, „SPAR საქრთველომ“, რომელიც წარმოადგენს SPAR INTERNATIONAL-ის ოჯახს, SPAR INTERNATIONAL -თან ერთად სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში ევროპის 20-მდე ქვეყანაში მყოფ საქართველოს მოქალაქეს სხვადასხვა ღირებულების ერთჯერადი სასურსათო ვაუჩერი გამოუყო. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან თანამშრომლობით ევროპაში მყოფმა საქართველოს 2000-მდე მოქალაქემ, რომლებიც საჭიროებენ განსაკუთრებულ დამხარებას SPAR -ის ვაუჩერები მიიღო.

„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ და სპარ საქართველომ განვახორციელეთ ერთობლივი ერთჯერადი აქცია - რომელსაც უსაზღვრო მხარდაჭერის აქცია დავარქვით, ზუსტად იმ მიზნით, რომ გვჯერა საზღვრები არ გააჩნია სიყვარულს და ზრუნვას. მოგეხსენებათ, რომ ჩვენ ვართ SPAR INTERNATIONAL -ის დიდი ოჯახის წევრი, SPAR INTERNATIONAL კი 49 ქვეყანაში 13 000 სპარის მაღაზიით არის წარმოდგენილი. სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში მივმართეთ დახმარების თხოვნით ჩვენს სათაო ოფისს, მათაც მიუხედავად ამ რთული და საგანგებო სიტუაციისა, მყისიერად მზადყოფნა გამოთქვეს და ჩვენ ერთად შევძელით 20-მდე ევროპის ქვეყანაში, ჩვენი ქვეყნის 2000-მდე მოქალაქისთვის, რომელთაც ახლა ყველაზე მეტად სჭირდებათ დახმარება, გადაგვეცა სასურსათო ვაუჩერი, რომლის გამოყენებასაც ისინი ევროპის მასშტაბით შეძლებენ. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო SPAR INTERNATIONAL -ის დიდ ოჯახს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს და ყველას, ვინც ჩართული იყო უსაზღვრო მხარდაჭერის აქციაში. კიდევ ერთხელ გავაჟღერებ ჩვენს - სლოგანს "ერთად ნამდვილად უკეთესია და საზღვრები ნამდვილად არ აქვს მხარდაჭერას და სიკეთეს“ - განაცხადა სპარის მმართველმა დრექტორმა, მირანდა მანჯგალაძემ.

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხეილ ნინუა ევროპაში მყოფი საქართველოს მოქალაქეებისათვის კომპანია SPAR საქართველოს მიერ ვაუჩერების გადაცემას სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის თანამშრომლობის მკაფიო მაგალითს უწოდებს.

„მოგეხსენებათ რომ, კოვიდ ვირუსის დაწყებიდან უამრავი ათასობით ჩვენი თანამოქალაქე აღმოჩნდა სერიოზული პრობლემების წინაშე, რომლებიც მყისიერ დახმარებას საჭიროებდნენ და პირველმა კომპანია სპარმა გამოგვიწოდა დახმარების ხელი, შემოგვთავაზა, რომ სხვადასხვა ქვეყნებში, ჩვენი მოქალექეებისთვის გაცემულიყო სხვადასხვა ღირებულების ვაუჩერები, რასაც ჩვენ მივესალმებით. სიკეთე გადამდებია“, - განაცხადა მიხეილ ნინუამ.

"SPAR საქართველოს" საერთაშორისო პარტნიორების საშუალებით სასურსათო ვაუჩერი გადაეცათ შემდეგ ქვეყნებში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს: საფრანგეთში, ესპანეთში, ბელგიაში, იტალიაში, ნიდერლანდებში, საბერძნეთში, ბელარუსში, პორტუგალიაში, უნგრეთში, ნორვეგიაში, მალტაში, გერმანიაში, დანიაში, პოლონეთში, ავსტრიაში, უკრაინაში, სლოვენიაში, შვეიცარიაში, გაერთიანებულ სამეფოსა და ევროპის სხვა ქვეყნებში. ისინი აღნიშნული სასურსათო ვაუჩერებით ჩამოთვლილ ქვეყნებში მდებარე სპარის მაღაზიათა ქსელში ისარგებლებენ.

ცნობისათვის, პანდემიის დაწყების დღიდან, „სპარი“ საზოგადოების წინაშე მაღალ სოციალურ პასუხისმგებლობას ავლენს და მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, ინფექციური საავადმყოფოს 120-მდე მედპერსონალს ყოველდღიურად კვებით უზრუნველყოფს. ასევე, ბოლნისის რაიონში განთავსებულ საკარანტინე ზონას საკვები პროდუქტით ამარაგებდა. ამასთანავე „სპარი“, ეკიპირების და ჰიგიენური საშუალებების უზრუნველყოფით, განსაკუთრებული გულმოდგინებით იცავს თავისი თანამშრომლების უსაფრთხოებას.

R

ყაზახური ხალიკ ჯგუფის წევრმა, სს “ხალიკ ბანკი საქართველო“-მ, კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის მხარდასაჭერად 50,000 ლარი გადარიცხა

კომპანია „სარაჯიშვილმა“ StopCOV ფონდში 50 ათასი ლარი გადარიცხა, 400 ოჯახს კი საკვები და პირველადი საჭიროების ნივთები გადასცა

,,ტერასა ჯგუფი“  ,,კათარზისის“  400  ბენეფიციარს სასურსათო პროდუქტებით დაეხმარა