ავტორი:

"სასულიერო პირთა და მორწმუნეთა ეს ჯგუფი უკვე წლებია ამუხრუჭებს ჩვენი ქვეყნის განვითარებას..." - რას წერს დეკანოზი თამაზ ლომიძე

"სასულიერო პირთა და მორწმუნეთა ეს ჯგუფი უკვე წლებია ამუხრუჭებს ჩვენი ქვეყნის განვითარებას..." - რას წერს დეკანოზი თამაზ ლომიძე

მიუნხენის წმინდა ვახტანგ გორგასლის სახელობის ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარი, დეკანოზი თამაზ ლომიძე "ფეისბუქის" პირად გვერდზე, პანდემიისა და საგანგებო მდგომარეობის პირობებში, ეკლესიებში მრევლის შეკრებასთან დაკავშირებით საზოგადოებაში გააქტიურებულ თემებს ეხმაურება:

"მამაჩემი, როცა ბავშვები ვიყავით, სულ გვიჩიჩინებდა და გვეუბნებოდა: ახლა უნდა მოასწროთ, ახლა უნდა იკითხოთ წიგნები და ისწავლოთ ყველაფერი, თორემ ის მნიშვნელოვანი მომენტი რომ დაგიდგებათ ცხოვრებაში და ცოდნა დაგჭირდებათ, მერე ვეღარ გამოიქცევით უკან და დაიწყებთ გაცდენილის სწავლასო. აი, ეგ მომენტი დაუდგა სწორედ ჩვენს ეკლესიას და ხალხს. სწორედ ეს, ცრურწმენაზე, პრიმიტიულ "სასწაულებზე" და ცაზე გამოსახულ "რელიგიურ" ნახატებზე გაზრდილი მორწმუნეები, რომელთაც ამდენი წელია ქრისტიანობა სახარებისეულად და წიგნიერად არ უსწავლიათ, გადაიქცნენ უდიდეს დაბრკოლებად თავად ეკლესიისთვისაც და სახელმწიფოსთვისაც. უნდა ვაღიაროთ, რომ თვით სასულიერო პირთა და მორწმუნეთა ეს ჯგუფი უკვე წლებია ამუხრუჭებს ჩვენი ქვეყნის განვითარებას. ეს უპირველესად ისევ ჩვენი, ეკლესიის ბრალია. ახლა, ამ განსაცდელისას შეუძლებელია მოვასწროთ ყველა გაცდენილის სწავლა, ხოლო კანონის მორჩილება, სამწუხაროდ, ბევრს არ გააჩნია. რაც დავთესეთ, იმას ვიმკით!", - წერს სასულიერო პირი.

"იმ საწყალ ბიჭს ისეთი სიმთვრალე ჰქონდა, თქვენს მაგიდასთან რომ იგივე გაეკეთებინა, შეიძლება იქვე მოგეკლათ“ - ნინა წკრიალაშვილი სანდრო გირგვლიანზე

"მადლობა, რომ მგლების ლუკმა არ გახდა ჩემი შვილი" - ტყეში დაკარგული მცირეწლოვანი გოგონა პოლიციამ იპოვა და მშობლებს დაუბრუნა

"გაიგეთ, ერთხელ და სამუდამოდ, წესის აგება დაკრძალვის წინ არაა რაღაც მაგიური რიტუალი..." - რას წერს დეკანოზი