ავტორი:

აღდგომის ღამისთევისთვის შენობის მომზადებაში სასულიერო პირებს ძიუდოისტები ეხმარებიან

აღდგომის ღამისთევისთვის შენობის მომზადებაში სასულიერო პირებს ძიუდოისტები ეხმარებიან

დეკანოზ შალვა კეკელიას განცხადებით, აღდგომის ღამისთვის შენობას ამზადებენ, სადაც 2000-მდე ადამიანი დაეტევა. მისივე თქმით, შენობაში უზრუნველყოფილი იქნება სკამები, ხმის გამაძლიერებლები, ნიღბები, იმისთვის რომ ლიტანიობაზე მისულებმა მოსვენება შეძლონ.

სასულიერო სემინარიის ყოფილ შენობაში მიმდინარე მოსამზადებელ სამუშაოებში სასულიერო პირებს ცნობილი ძიუდოისტები ეხმარებიან, მათ შორის მსოფლიო ჩემპიონები ვარლამ ლიპარტელიანი და გურამ თუშიშვილი.

"ვამზადებთ, რომ წირვისთვის იყოს დიდი ადგილი და ხალხმა შეძლოს დასწრება დისტანციით, რეგულაციების დაცვით. ჯერ ზუსტად არ ვიცით, ჩატარდება თუ არა ღამისთევა ხალხის დასწრებით, ამაზე ველოდებით გადაწყვეტილებას, მაგრამ ყოველი შემთხვევისთვის ვამზადებთ, რომ 2000 ადამიანი მაინც დაეტიოს ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე" - ამბობს ვარლამ ლიპარტელიანი.

"მამაოს კურთხევით ვასუფთავებთ როგორც შეგვიძლია, აქაური მრევლი, სტიქაროსნები, ჩვენც ვეხმარებით, რითაც შეგვიძლია, ფიზიკურად ვშრომობთ ბიჭები. სკამები იქნება, შუქი იქნება, ხმის გამაძლიერებლები, რომ ხალხი მოვიდეს და კომფორტულად დაესწროს წირვას" - აღნიშნა გურამ თუშიშვილმა.

"ჩვენ აღდგომა დღეს, ღვთის მადლით, ვაპირებთ დისტანციების დაცვას, ვამზადებთ ახლა შენობას, სადაც 2000 კაცამდე შეიძლება დაეტიოს, სკამებსაც ვუმზადებთ ადამიანებს, მთლიანად ვახმოვანებთ ამ ტერიტორიას, რომ ადამიანებისთვის მარტივი იყოს ტაძარში მოსვლა.

ვიცი, რომ ღამისთევა ძალიან რთულია, მთელი ღამის განმავლობაში მოუწევთ აქ ადამიანებს ყოფნა. ადგილებსაც ვნიშნავთ, რომ დისტანციურად იდგნენ ერთმანეთთან. პირადად ვთხოვდი მთავრობის წევრებს, ამ ღამეს დაგვეხმარონ დისტანცირების დაცვაში.

ადამიანი, რომელიც კანონს არღვევს, ბუნებრივია, ის დაჯარიმდება, ამიტომ ითქვა, რომ 21:00 საათიდან დილის 6 საათამდე არის კომენდანტის საათი, ამ დროს ალბათ ქუჩაში არავინ უნდა იყოს. არ შეიძლება ამ დროს ადამიანი ქუჩაში იყოს და ეს კანონი დაარღვიოს", - განაცხადა დეკანოზმა შალვა კეკელიამ „რუსთავი 2“-თან საუბრისას და დასძინა რომ ეკლესიაში ღამით მრევლი იქნება.

მთავრობამ ქვეყანაში შემზღუდავი ღონისძიებების გატარება შესაძლოა, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშეც შეძლოს

უბისა-შორაპნის მონაკვეთის მშენებლობაზე მუშას ტრაქტორმა გადაუარა - მას ფეხის ამპუტაცია დასჭირდა

"შესაძლოა, ბანკებს კიდევ ერთი-ორი თვის განმავლობაში საშეღავათო პერიოდის გაგრძელების შესაძლებლობა ჰქონდეთ..." - რომან კაკულია