ავტორი:

"ეპიდემიის აფეთქების შემთხვევაში მავანთ ხელს ეკლესიისკენ გააშვერინებენ..." - რას წერს ექიმი სააღდგომო ლიტურგიაზე

"ეპიდემიის აფეთქების შემთხვევაში მავანთ ხელს ეკლესიისკენ გააშვერინებენ..." - რას წერს ექიმი სააღდგომო ლიტურგიაზე

ექიმი, ენდოკრინოლოგი თამარ გოდერიძე პოსტს აქვეყნებს და მართლმადიდებელ მრევლს სააღდგომო ლიტურგიაზე წასვლისგან თავის შეკავებას ურჩევს.

მისი თქმით, იმ შემთხვევაში თუ ეპიდემია დღესასწაულის შემდეგ იფეთქებს, "მავანთ ეკლესიისაკენ გაშვერის" საშუალება ექნება:

"როგორც ექიმი, ვალდებული ვარ ჩემი აზრი გამოვხატო, მოახლოებული დღესასწაული მე გამოცდას მაგონებს, იმ გამოცდას როდესაც ბოროტმა უფალი კლდის წვერთან მიიყვანა და უთხრა...რაც უთხრა თქვენ ჩემზე კარგად იცით. მე როგორც ექიმს, ეჭვი მაქვს რომ ბევრი ადამიანი, რომელიც ავადაა გადაწყვეტს რომ მივიდეს ტაძარში და საკურნებლად სულისა და ხორცისა - ეზიაროს, მე ევქარისტიის საიდუმლოებაში ეჭვი არ შემაქვს და ჭეშმარიტად მჯერა მისი ფუნდამეტური ღირებულების, მაგრამ ზიარების შემდეგ ადამიანი წმინდანი არ ხდება, მას აღსარებისას მიეტევება ცოდვები მისივე სინანულის საპირწონედ დაზიარებისასაც ამ სინანულის საპირწონედ თანამყოფობს მასთან ქრისტე, შესაბამისად ნუ ჩავვარდებით ხიბლში და ნუ ვიტყვით რომ ჩვენნაირი მონანული სული ქრისტეს არ უნახავს. ძალიან მარტივია ორი გზა - ან წახვალ, ან სახლში დარჩები.

თუ სახლში დარჩები, ამით გაცილებით მეტად აღასრულებ შენს მოქალაქეობრივ ვალს და რელიგიურ მრწამსს მოყვასის წინაშე, ან წახვალ და იქნები მისთვის საფრთხის მატარებელი, ეპიდემიის აფეთქების შემთხვევაში გააშვერინებ ხელს მავანთ - ეკლესიისაკენ. ჩააყენებ მთავრობას უხერხულ მდგომარეობაში, რომელიც პირველივე დაინფიცირებულის გამოჩენისთანავე ბეწვის ხიდზე დადის და მაქსიმალურად უზრუნველყოფს თითოეული მოქალქის უსაფრთხოებას...

უფალთან მისასვლელ გზაზე დირექტივას არავინ გასცემს - არც მთავრობა და არც ეკლესია, არავინ გეტყვით უფლის სახლში არ წახვიდეთო, ტაძრები არ დაიკეტება, წირვა აღევლინება, ევქარისტიის საიდუმლოება ჩატარდება, მაგრამ მოდით იმაზე დავფიქრდეთ ჩვეულებრივი ადამიანები, იქნებ ჩვენ ვიქცევით ისე, რომ ამ წელს არ სურს ჩვენი ტაძარში სტუმრობა უფალს, წელს რატომღაც არ გვეპატიჟება და იქნებ დავრჩეთ სახლში.

იქნებ დრო მოვიდა, რომ ჩვენს თავებს ჩავუღრმავდეთ და ერთმანეთისაკენ არც ხელი გავიშვიროთ და არც ერთმანეთი დავასნებოვნოთ.ნამდვილად მძიმე კვირები გველოდება, ეს ის დროა როდესაც ადამიანის ჯანმრთელობას დიდი საფრთხე შეიძლება შეექმნას და ერსაც და ბერსაც ექიმი და საავადმყოფო დასჭირდეს. არ იქნება ამდენი ექიმი და არც ამდენი ხელოვნური ფილტვი იქნება, თუ ეკლესიებს გადავაქცევთ ინფექციის გავრცელების წყაროებად. საავადმყოფოები ბევრია საქართველოში მაგრამ იმდენი არა, რამდენიც ეკლესია-მონასტრები, არც ექიმები შეიძლება აღმოჩნდნენ საკმარისი თუ ეპიდაფეთქება მოხდება.ჩვენ შევეჩვიეთ, რომ ჩვენს ქვეყანაში მშვიდად მიდის სიტუაცია და ნუ დავტოვებთ ამ სიმშვიდეს წარსულში.

ზიარებას რომ უდიდესი საიდუმოებაა მეც გათავისებული მაქვს და გამიხარდება თუ გაშუქდება სადმე ტელევიზიით ან პრესით, რომ დასნებოვნებული ადამიანებიც აზიარეს მოძღვრებმა საავადმყოფოებში.

აღდგომის დღესასწაული არ გვავალდებულებს და მითუმეტეს არც გვაიძულებს ჯინში ჩამდგარ ფანატიკოსებად ვიქცეთ, მანცდამაინც ზედახორად ვაქციოთ ბარძიმამდე მისასვლელი გზა, ეს არ არის გზა, რითაც “სასუფეველი იიძულების”, ტაძრები სულ ღიაა, ღია იქნება, ღმერთმა არ ინებოს, რომ ოდესმე დაიხუროს და ეს არც არასდროს მოხდება, რადგან “ამას კლდესა ზედა აღვაშენო ეკლესიაი ჩემი და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდიან მას“- ნურც იმაში შემომედავებით, რომ მრევლის გარეშე წირვა არასრულყოფილია, ამაშიც მოვიშველიებ - “როცა ორი ან სამი კაცი არს ჩემი სახელით მე მათთანა ვარ”, ამიტომ ვაცადოთ მღვდლებმა სწირონ და ეკლესიის მსახურებმა აღავლინონ მათი მოვალეობები, უფალი სუფევს და ყველგან სუფევს, მთავარია ჩვენს გულებში დამდგარიყოს აღდგომა.

სრულიად ერს და მსოფლიოს ვუსურვებ ჯანმრთელობას და სულიერ სიმშვიდეს" - წერს ექიმი.

სამი დიდი ქართველი ერთ ფოტოზე - კოკო გამსახურდია უნიკალურ ფოტოს აქვეყნებს

"ჩემი ცხოვრება დამთავრებული იყო. სიცოცხლეს შვილებისთვის ვაგრძელებდი... ის კი ისე ლამაზად მიხატავდა ყველაფერს, რაც მძულდა" - რას იხსენებს ნანუკა ჟორჟოლიანი და რას წერს საკუთარ იუბილეზე

"10 წელი კი გასულა" - რა ფოტოებს აქვეყნებს ელენე ხოშტარია ქორწინების იუბილესთან დაკავშირებით