ავტორი:

"შეიძლება არ გვეყოს მარაგი, არც მედპერსონალი და დავდგეთ სერიოზული რისკების წინაშე" - ბოჭორიშვილის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე

"შეიძლება არ გვეყოს მარაგი, არც მედპერსონალი და დავდგეთ სერიოზული რისკების წინაშე" - ბოჭორიშვილის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე

ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მაკა სოლოღაშვილის განცხადებით, თუ ასეთი ტემპით გაგრძელდება ინფიცირებულთა ზრდა, კლინიკას აღჭურვილობა 10 დღის განმავლობაში ეყოფა. როგორც სოლოღაშვილი ამბობს, კლინიკას Covid-19-ით ინფიცირებული კიდევ, დაახლოებით, 22 პაციენტის მიღება შეეძლება, ხოლო საეჭვო პაციენტების მიღების რესურსი მცირეა.

"გვეყოფა თუ არა მარაგი დამოკიდებულია საზოგადოებრივ პასუხისმგებლობაზე. შესაძლებელია, ყველაფერი განვითარდეს ისე, რომ არ გვეყოს არანაირი მარაგი. ამიტომ გთხოვთ, ყველამ ვიფიქროთ იმაზე, რომ შეიძლება არ გვეყოს არც მარაგი, არც მედპერსონალი, არც ადგილები და დავდგეთ სერიოზული რისკების წინაშე. თუ მოვიქცევით ისე, როგორც ამ დროისთვის ვიქცევით და ავიმაღლებთ საზოგადოებრივ პასუხისმგებლობას, ყველაფერი საბედნიეროდ გადაივლის ზედმეტი გართულებების გარეშე. ეს ყველაფერი არის ჩვენი საზოგადოების ხელში, ამიტომ დარჩით სახლში, ჩვენ ვიმუშავებთ და ვიზრუნებთ თქვენი ჯანმრთელობისთვის.

ეს აღჭურვილობა, რაც გვაქვს, თუ ასეთი ტემპით წავიდა ინფიცირებულთა ზრდა, დაახლოებით 10 დღის განმავლობაში გვეყოფა, თუ ზრდის ტემპი მოიმატებს, ეს არაპროგნოზირებადია. ყველაფერი საზოგადოებაზეა დამოკიდებული. ჩვენ შეგვიძლია დადასტურებული კიდევ ერთი ამდენი, დაახლოებით 22 პაციენტი მივიღოთ. თუ იქნება საეჭვო პაციენტები მაშინ რესურსი საკმაოდ მცირეა", - განაცხადა მაკა სოლოღაშვილმა.

კითხვაზე, რამდენად საფრთხის შემცველია აღდგომის ღამის ლიტურგიაზე მრევლის დასწრება, სოლოღაშვილმა უპასუხა, რომ საფრთხე არის, თუმცა, ყველაფერი უნდა იყოს სოციალური დისტანცირებით, რადგან სოციალური დისტანცირება აუცილებელია.

"შესაბამის სამსახურებთან ერთად სასაფლაოებზე მისვლის შესაძლებლობას ჩავკეტავთ" - კახა კალაძე

"ჩაიცვით შესაბამისად, გარეთ დგომა მოგიწევთ 21:00-დან დილის 06:00 საათამდე" - დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე მრევლს მიმართავს

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები 30 ახალი პაციენტით გაიზარდა