ავტორი:

სამების ტაძარში ფეხთბანვის წესი არ შესრულდა

სამების ტაძარში ფეხთბანვის წესი არ შესრულდა

ტაძრეში დიდი ხუთშაბათის მსახურება შესრულდა. ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში საღვთო ლიტურგია კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ აღავლინა.

ტრადიციულად, ამ დღეს წირვის დასრულების შემდეგ ფეხთბანვის წესი სრულდებოდა, რომლის დროსაც, კათოლიკოს-პატრიარქი მსახურებაში მონაწილე 12 სასულიერო პირს ფეხს ბანდა, თუმცა წელს წირვამ აღნიშნული წესის გარეშე ჩაირა.

ტაძრებში 12-გზის სახარება წაიკითხეს, რომლის დროსაც წმინდა წერილიდან 12-ჯერ კითხულობენ მონაკვეთებს უფალი იესო ქრისტეს ცხოვრებისა და ჯვარცმის შესახებ, მსახურების შემდეგ კი პატრიარქმა მრევლს ქადაგებით მიმართა. ვნების შვიდეულში დიდი ხუთშაბათი განსაკუთრებული დღეა.

წმინდა სახარების მიხედვით, ამ დღეს მაცხოვარმა თავის მოწაფეებთან ერთად ბოლო პასექი და ფეხთბანვა აღასრულა. უფალმა მოწაფეები პირველად აზიარა და ამით ევქარისტიის საიდუმლო დააწესა. პასექის ჟამს მაცხოვარმა ასევე მიანიშნა, რომ მას ერთ-ერთი მოწაფე, იუდა ისკარიოტელი გასცემდა.

"მე ვერ გავერკვიე მათ რაში ადანაშაულებენ... ამ ადამიანებს ბოდიშს ვუხდი" - მეუფე მელქისედეკი ივერი მელაშვილზე და ნატალია ილიჩოვაზე

ფაბრიკის 116 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდგინდა - "აჭარა ტექსტილმა" მუშაობა შეაჩერა

"13 წლის რომ ვიყავი, დედა რომ მეორედ გათხოვდა; მამაც დაქორწინდა... მე და ჩემი ძმა ღვთის ანაბარა დავრჩით" - ულამაზესი ქართველი მსახიობის მძიმე ბავშვობა