ავტორი:

"ვთხოვ ეკლესიას, მღვდელმთავრებს, მოვუწოდოთ მოსახლეობას, წლევანდელი აღდგომა ჩავატაროთ სხვა ფორმატით" - ამირან გამყრელიძე

"ვთხოვ ეკლესიას, მღვდელმთავრებს, მოვუწოდოთ მოსახლეობას, წლევანდელი აღდგომა ჩავატაროთ სხვა ფორმატით" - ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე მოსახლეობას კიდევ ერთხელ მიმართავს, დარჩნენ სახლში სააღდგომო პერიოდში და არც ეკლესიაში, არც სასაფლაოებზე არ გავიდნენ.

მან ეკლესიასაც მიმართა, რომ მრევლს მიმართონ და რეკომენდაციების გათვალისწინებისკენ მოუწოდონ:

"მომდევნო ოთხი დღე, რომელიც ყველაზე მნიშვნელოვანი საუფლო დღესასწაულია და მთელი საზოგადოება ზეიმობს, რისკისშემცველი ფაქტორია. ამ დროს ტაძრებსა და სასაფლაოებზე იკრიბებიან დიდი რაოდენობით ადამიანები, აღდგომის წინა ღამეს, ლიტურგიაში ბევრი ადამიანი იღებს მონაწილეობას...

მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, ჩვენ დღეს დიდი საფრთხის წინაშე ვართ. ჩემი მთავარი მოწოდება კვლავ არის - დარჩი სახლში. დღეს მე ვთხოვ საქართველოს მოსახლეობას, ნუ შევიკრიბებით ეკლესიაში, ჩვენზე ილოცებენ ჩვენი მამაოები. ამბობენ, რომ იქნება დაცული დისტანცია, მაგრამ დარწმუნებული იყავით, მასობრივი შეკრებისას, ვერ მოხდება ამის დაცვა. გვყავს 300-ზე მეტი ინფიცირებული, მაგრამ უამრავი გამოუვლენელი ადამიანია, ინფექციის მატარებელია და ამის გადადების დიდი რისკია ეკლესიებში.

უმორჩილესად ვთხოვ ეკლესიას, საქართველოში ყველაზე პატივცემულ, მაღალრეიტინგულ ინსტიტუციას, ჩვენს მღვდელმთავრებს - მოვუწოდოთ მოსახლეობას, რომ წლევანდელი აღდგომა ჩავატაროთ სხვა ფორმატით. ღმერთი უფრო მოწყალე იქნება, თუ ბევრი ქართველი გადაურჩება ამ ინფექციას.

10 მაისამდე თუ საგანგებო რეჟიმს ოდნავ მოვუშვებთ, უფრო მეტ თავისუფლებას მივცემთ, ინფიცირებულთა რიცხვი შეიძლება 5-6 ათასამდე გაიზარდოს. ეს დიდი დარტყმა იქნება ქვეყნისთვის, ჩვენ ვერ გავუძლებთ" - აღნიშნა გამყრელიძემ "ქრონიკის" ეთერში საუბრისას.

შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცერს კორონავირუსი დაუდგინდა

"წინა სავარძელზე ჯდება, თუმცა ეს არ წარმოადგენს კანონდარღვევას" - ჯანდაცვის სამინისტრო ეკატერინე ტიკარაძეზე გავრცელებულ კადრებზე

როგორი ამინდია მოსალოდნელი მომდევნო დღეების განმავლობაში