ავტორი:

17 აპ­რი­ლიდან 21 აპ­რი­ლის ჩათ­ვლით ტაქსით გადაადგილებასაც ვერ შეძლებთ

17 აპ­რი­ლიდან 21 აპ­რი­ლის ჩათ­ვლით ტაქსით გადაადგილებასაც ვერ შეძლებთ

დღეიდან, 17 აპრილის დღის 12:00 საათიდან 21 აპრილის ჩათვლით ქვეყანაში სრულად იკრძალება მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილება. აღნიშნული გადაწყვეტილება მთავრობამ მიიიღო.

"შეზღუდვა არ ვრცელდება ტვირთების გადაზიდვაზე და დისტრიბუციის მანქანებზე. ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ სასურსათო მაღაზიები, აფთიაქები და ყველა სხვა ობიექტი, რომელიც აქამდე მუშაობდა, ჩვეულებრივ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას და ასევე, მუშაობას აგრძელებს ე.წ. დელივერების სერვისები“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა საგანგებო ბრიფინგზე.

მოქალაქეებს აღნიშნულმა გადაწყვეტილებამ უამრავი შეკითხვა დაუტოვა, ერთ-ერთია მათ შორის, ეკრძალებათ თუ არა მოძრაობა ტაქსებს. აღნიშნულის შესახებ პასუხს სცემს მთავრობის მიერ გამოქვეყნებული განმარტებები, რომელიც აკრძალვების შესახებ ინფორმაციას აზუსტებს.

მათი ინფორმაციით, შეზღუდვა ეხება ტაქსით გადაადგილების მომსახურებასაც. ხოლო ტრანსპორტი, რომლითაც დაშვებულია გადაადგილება, არის მოტოციკლი, მოპედი და ველოსიპედი.

ამასთან, დაშვებული ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში მოქმედმა კომპანიებმა, უნდა უზრუნველყონ თანამშრომელთა ტრანსპორტირების საკითხი და შესაბამისი ნებართვების მიღების მიზნით, უნდა მიმართონ დარგობრივ სამინისტროებს. ასევე, მათ შეუძლიათ, ისარგებლონ მთავრობის ცხელი ხაზით და დარეკონ 144-ზე.

წაიკითხეთ ვრცლად: მთავრობა დღეიდან ამოქმედებულ აკრძალვებს განმარტავს

"იესო ქრისტეს სიკვდილის უშუალო მიზეზად ასფიქსია სახელდება, დღეს ჩვენ რეანიმაციებში ადამიანები იგუდებიან" - ნინო ლომჯარია

როგორ ამხნევებს ექთანი ცოლ-ქმარი ერთმანეთს მორიგეობის დროს - კორონავირუსთან მებრძოლი ქართველი წყვილის სიყვარულის ისტორია

ამირან გამყრელიძეს და პაატა იმნაძეს ვგულისხმობ... როდესაც გაკივიან და რომ გვიყვირიან, არავინ არა ვართ მაგათგან დავალებული - მეუფე იაკობი