ავტორი:

რო­გორ მივიდეთ სა­მე­დი­ცი­ნო დაწესებულებამდე, როცა მანქანით მოძრაობა აკრძალულია? - მთავრობის პასუხი

რო­გორ მივიდეთ სა­მე­დი­ცი­ნო დაწესებულებამდე, როცა მანქანით მოძრაობა აკრძალულია? - მთავრობის პასუხი

დღეს 17 აპრილის 12:00 საათიდან 27 აპრილამდე იკრძალება მსუბუქი ავტომანქანებით გადაადგილება მთელი ქვეყნის მასშტაბით.

თუმცა, გარკვეულ კატეგორიებს აკრძალვა არ ეხება და გარკვეულ პირებს შეუძლიათ მანქანით გადაადგილებისთვის საშვის მოპოვებაც.

ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია, როგორ შეძლებენ ადამიანები გადაადგილებას სამედიცინო მომსახურების მიღების მიზნით, ამ აკრძალვის პირობებში. საქართველოს მთავრობის მიერ გამოცემულ განმარტებით ბარათში მითითებულია, რომ სამედიცინო მომსახურების მიღების მიზნით გადაადგილება დასაშვებია.

"თუ თქვენ გაქვთ სამედიცინო მომსახურების მიღების აუცილებლობის აშკარა ნიშნები (მაგ: დაგეწყოთ მშობიარობა, გაქვთ მოტეხილობა და ა.შ.), ნებადართულია გადაადგილება სამედიცინო მომსახურების მისაღებად (თანხმლებ პირთან ერთად).

თუ გჭირდებათ აუცილებელი გეგმიური სამედიცინო მომსახურების მიღების მიზნით (მაგ: დიალიზი, ონკოლოგიური მკურნალობა და ა.შ.) გადაადგილება, თან უნდა იქონიოთ სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული ცნობა.

იმ შემთხვევაში, თუ არ გაქვთ მსგავსი ცნობა, უნდა დაუკავშირდეთ მკურნალ ექიმს/სამედიცინო დაწესებულებას, რომელიც, თავის მხრივ, მიზანშეწონილობის გათვალისწინებით, ჯანდაცვის სამინისტროს ელექტრონულად აწვდის შესაბამის ინფორმაციას. აღნიშნულის საფუძველზე, თქვენზე გაიცემა მიზნობრივი გადაადგილების ელექტრონული ნებართვა.

ელექტრონული ფორმით ცნობის ვერმიღების პირობებში, ცნობის მისამართზე მიტანას უზრუნველყოფს სსიპ - სოციალური მომსახურეობის სააგენტოს რაიონული განყოფილება" - ნათქვამია მთავრობის მიერ გავრცელებულ განმარტებებში.

წაიკითხეთ ვრცლად: მთავრობა დღეიდან ამოქმედებულ აკრძალვებს განმარტავს

გადაადგილების შეზღუდვა 27 აპრილიდან მოიხსნება

კარგი პროგნოზით, Covid-19-ის სამკურნალო მედიკამენტი შემოდგომაზე გვექნება - როგორ ნიშნავენ წამლებს ინფიცირებულ პაციენტებთან

"ძალიან ძნელია, როცა ოთახში გამოკეტილები გვლანძღავენ ამ სასიკვდილო სივრცეში შემსვლელ ექიმებს" - ლევან რატიანის პასუხი კრიტიკოსებს