ავტორი:

მინერალური წყალი „ლიკანი“ გვთავაზობს სახალისო გამოწვევას #თავგადასავალისახლში და მთელი წელი ულევი ენერგიით ავსებას გვპირდება !

მინერალური წყალი „ლიკანი“ გვთავაზობს სახალისო გამოწვევას #თავგადასავალისახლში და მთელი წელი ულევი ენერგიით ავსებას გვპირდება !

გაზეთის ფურცლებიდან ალმაცერად მომღიმარი გეიშები, უახლესი “გასაფრენადებელი კატალოგინისთვის“, ბალერინას „თავ“გასული თავგადასავალი ...

ყველაზე უცნაური და კრეატიული აღმოჩენები საკუთარ თავში უკვე მინერალებით ჯილდოვდება !

სახლი - ეს არის, სადაც განწყობას ჩვენ ვქმნით და ადგილი, რომელიც ყველაზე მეტად გვიყვარს. ეს არის სწორედ ის სივრცე, სადაც ნამდვილები ვართ - არანაირი პოზა, მოდა, სტილი და დრეს კოდი! ეს გრძნობა შექმნილმა მდგომარეობამ კიდევ უფრო გაგვიათმაგა და ისეთი უნარები აღმოვაჩინეთ ჩვენში, რაც ადრე ვერც კი, წარმოგვედგინა.

ეს ის მომენტებია, როდესაც აღმოაჩენ, რომ არც თუ ისეთი ცუდი დიასახლისი ყოფილხარ, მიხვდები რომ უთო ნერვებსაც კი აწყნარებს ან სულაც გაცილებით უკეთესი წვნიანი გამოსდით მამაკაცებს და კარადის დალაგება ზოგჯერ მათი საყვარელი საქმე ყოფილა. ერთი სიტყვით, სახლში ყოველთვის შეგიძლია გააკეთო რაღაც ისეთი, რაც აქამდე არც გიცდია, ან უბრალოდ დრო არ გქონია და ვერც კი მოიფიქრებდი მას! მოკლედ, სახლში თავგადასავალები, რომლებიც თვეზე მეტია გრძელდება, შეგვიძლია ერთ, საინტერესო მომგებიან ამბადაც კი ვაქციოთ!

მინერალური წყალი „ლიკანი“, მინერალებით დამუხტვასთან ერთად სახლში დარჩენილებს მორიგ განმუხტვის საშუალებას გაძლევთ და ახალ გამოწვევას გთავაზობთ. „გაგვიზიარე შენი აღმოჩენები და შეგრძნებები, ჩვენ კი მთელი წელი ლიკანის ულევი ენერგიით აგავსებთ“ - წინაპირობა ასეთი მარტივია. სრულად გამოწვევის წესები კი, იხილეთ ბმულზე: https://bit.ly/2Vea62K

როგორია შენი #თავგადასავალისახლში გელით „ლიკანის“ ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე. მანამდე წარმოგიდგენდეთ რამდენიმე თავგადასავალს, რომელიც სოციალურ ქსელში უკვე გავრცელდა:

„ზოგი ჭირი მარგებელიაო, ხომ გაგიგიათ? ხოდა მემგონი მეც ეგრე დამემართა, ამ იზოლაციის პირობებში პირველ რიგში რაც აღმოვაჩინე, არის დრო! თურმე ბევრი დრო მაქვს იმისთვის, რომ ბოლობოლო მოვიწყო ჩემი სამხატვრო-სახელოსნო ოთახი და შევუდგე იმ დიდი ხნის აღმოჩენილ, ნაგროვებ სურვილების რეალიზებას, რომლებიც მუდმივად თავში მიტრიალებდნენ და მოუსვენრობას მაკარგვინებდნენ.

სულ მინდოდა ტილოებთან მისვლა და ნახატების მათზე გადატანა და ეს დროც დადგა.. ამ ჯერად ჩემი მცენარეების სერიას კედლების ნაცვლად პატარა ტილოებზე ვაგრძელებ. სამომავლო გეგმები ბევრია და ეტაპობრივად ვეცდები სიურპრიზების სახით თავი შეგაწყინოთ, მრავალფეროვანი მასალებით, თემებით და იდეებით შეგამკოთ,” - გრაფიკოს-დიზაინერმა მუსია ქებურიამ საკუთარი შეგრძნებები გაგვიზიარა და მეგობრებს ახლებური ხედვების აღმოჩენის შესაძლებლობაც მისცა - #თავგადასავალისახლში საუკეთესო მეგობრებიც გამოიწვია.

„ზოგადად, მხატვრისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ხელი სულ ფორმაში ჰქონდეს,ამისათვის საჭიროა სწრაფი სკეჩების კეთება,“ - ასეთი გამოწვევა მიიღო მხატვარ-ილუსტრატორმა გიორგი გამეზარდაშვილმა და ერთი ჩვეულებრივი დღე იზოლაციაში, რომელიც საჯაროდ გაამხილა საკმაოდ, საინტერესო და განსხვავებული აღმოჩნდა:

„150 წუთიანი სკეტჩები - უახლესი გასაფრენადებელი კატალოგინისთვის“.

მისმა მეგობარმა ნინო ქუთათელაძემ კი, სახლის თავგადასავალის ძიებისას ყველაზე მნიშვნელოვანი: კარგად დავიწყებული მხატვრობა ახლიდან აღმოაჩინა.

ბალერინა ნათია ბუნტური კი მინერალური წყალი „ლიკანის“ მორიგ გამოწვევას განსაკუთრებულად შეხვდა.

მან საკმაოდ “თავ” გასული თავგადასავლი წარმოგვიდგინა: „მარტოობა და სახლში ყოფნა ყოველთვის მიყვარდა, თუმცა სახლში ყოფნით მხოლოდ პანდემიამ გაგვანებივრა. მაინც, საოცრად ვღელავთ ამ ვითარების გამო და მხოლოდ და მხოლოდ სწრაფი დასასრულის იმედით ვიღვიძებთ სახლებში. ამ პერიოდში კი ყველა ხელობის ადამიანი საკუთარ შესაძლებლობებში მეტად იქექება და გამოხატვის ხერხებს ეძებს.

არც მე ჩამოვრჩი. ხან სასადილო მაგიდა ვაქციეთ სცენად, ხან აივანზე საღამოს სპექტაკლი გავმართეთ და ხანაც საყვარელი მუსიკოსები გავიხადეთ ვიდეო პარტნიორებად. ზუმში ჩატარებულ ბალეტის გაკვეთილსაც მოვესწარი და თავის გადაპარსვამდეც კი მივიდა... მსგავსი “თავგასულობა” მე მაგალითად ცხოვრებაში არ ჩამიდენია. საოცრად კარგად დამამახსოვრდება ეს პერიოდი.

ღრმა სამოგზაურო მიმართულებებს არ გაგიმხელთ, პირადია, სასარგებლო და გაზრდა საზრდოებისთვის. იმდენად სასარგებლო გამოდგა, რამდენადაც ეს საერთო გარემოებამ გამოიწვია”.

ცნობილმა ტელეწამყვანმა და ბლოგერმა ზურა ბალანჩივაძემ სახლის თავგადასავალი ექსკლუზიურად ambebi.ge-ს მოუყვა, თუ რატომ დაინტერესდა ზურა ბალანჩივაძე გეიშებით, თანაც გაზეთებზე ხატვით, ადამიანი რომელსაც მოგზაურობა ძალიან უყვარდა და დღეში ფეხით კილომეტრებსაც კი გადიოდა, დღეს მისი ერთი ჩვეულებირივი დღე სახლის კედლებს არ ცდება. თუმცა ზურა გამოწვევაში ჩართვას თავადაც აპირებს, რადგან მოსაყოლი ბევრი აქვს და თავგადასავლებსაც ბოლო არ უჩანს.

“ხატვას, ფილმებს და წიგნებს მივუბრუნდი, რომელთათვის დრო თითქმის არასდროს მრჩებოდა და ეს მახარებს. ონლაინ კურსებიც გადმოვწერე, მაგრამ ჯერ არ დამიწყია. კითხვასაც ვცდილობ, მაგრამ ხატვა უფრო მექაჩება. წელიწადზე მეტია, ახალი ნამუშევრებისთვის ვერ მოვიცალე და ახლა გამეხსნა. ხატვა ჩემთვის, ხელოვნებასთან ერთად, თერაპიაცაა. ყოველთვის მშველის. მთელი ცხოვრება ვხატავ.

რატომ გეიშები? ყველაფერი დაიწყო ძალიან ადრე, როცა “დროების” სიუჟეტს ვუყურე გეიშებზე და მაშინ გავიგე მათი არსებობის შესახებ. ბევრს ისინი მეძავები ჰგონიათ და ეს ტენდენცია მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ამერიკანიზაციასთან ერთად გავრცელდა. ამერიკელ ჯარისკაცებს დამარცხებულ იაპონიაში თავგადასავლები უნდოდათ და სმენოდათ გეიშების, ჩაის სახლების ამ იდუმალი გოგონების შესახებ და ასე შეიცვალა მათი აღქმაც ნაწილობრივ.

გეიშა იაპონურად ხელოვან შემსრულებელს ნიშნავს. მისი თითოეული მოძრაობა, სიტყვა-პასუხი, ცეკვა თუ სიმღერა ხელოვნებას ემსახურება და მის შესწავლას წლები სჭირდება. ზოგადად, იაპონური ხელოვნება მინიმალისტურია და საკუთარ თავში ჩაღრმავების, პატივისცემის, დიდი ღირსების და სულიერი სიმშვიდის კულტურის მატარებელია. შინაგანი სიმშვიდე ახლა ყველაზე მეტად გვჭირდება და თემატიკადაც იაპონია ამიტომ ავირჩიე. გაზეთს რაც შეეხება, 5-6 წელია, ამ მასალას ვიყენებ, რადგან ოპტიკურ ილუზიას და სივრცეს ქმნის და ზუსტად ეს მომწონს”.

კახა კინწურაშვილი, მსახიობი და ტელეწამყვანი

მთელი დროს ოჯახთან ერთად გატარება ფუფუნებაა. გავიდა თვეზე მეტი და გუშინ თავი გადავიპარსე (სტრესთან გამკლავების გამოცდილი გზაა). როგორც ადრე, ოჯახის წევრები ახლაც ვერთობით ერთად, უბრალოდ, უფრო მეტი დრო გვაქვს და ამ ყველაფერს ორმაგი ძალისხმევა სჭირდება. ელექტრო დრამი დაგვემატა და მნიშვნელოვნად ამსუბუქებს სახლიდან გაუსვლელობას. ჩემი თავგადასავალები სახლში ფაქტობრივად, ერთნაირია, თუმცა ვერ ვიტყოდი რომ მოსაწყენი. წიგნები, ფილმები და ფეისბუქის სქროლვაც მართობს.

მნიშვნელოვანი რაც ჩემში ხდება: "ყოფნა, არ ყოფნაზე" ინტენსიური ფიქრია. შეიძლება ეს ჩემი მოგონილი ოპტიმიზმია, მაგრამ ვფიქრობ კაცობრიობას შეუძლია ერთი ნაბიჯით უკეთესი გახდეს ამ ყველაფრის შემდეგ. მაინც ყველა იმას იღებს რასაც თესავს. ჩემი თავგადასავლები სახლში, სწორედ ამ ჩემი ოპტიმიზმის შედეგია.

სანდრო კაკულია, მსახიობი

იმის გამო, რომ ტელევიზიაში დღეში ორჯერ მიწევს ლაივში გადაცემის წაყვანა, გარეთ მაინც გავდივარ. სახლში კი, შაბათ-კვირას იწყება ნამდვილი თვითიზოლაცია და ნამდვილი თავგადასავლები ჩემს ნუცასთან და ელენესთან ერთად. ტრადიციულად ვთამაშობთ საცნობელას ან დაჭერობანას . დიდ დროს ვატარებთ ჩვენს ტერასაზე და მზეს ვეფიცხებით.

აღმოვაჩინე, რომ სუპერ პედანტ- მწმენდავი ვარ! ნამდვილი სანიტ-ინსპენქტორი. დღეში ორჯერ ხსნარებით ვწმენდ ყველაფერს. აბაზანაში პატარა კუსტარული ლაბორატორია მოვაწყე და ჩემი მოგონილ-შეზავებული ხსნარიც კი დავამზადე.

ლელა წურწუმია, მომღერალი

ვცდილობ პოზიტიურად გავატარო დღე. ვვარჯიშობ სრული დატვირთვით. რაც აქამდე ინტენსიურად არ მიკეთებია, იმის კეთება მიწევს, თანაც სიამოვნებით. სადილების მომზადება დავიწყე საკუთარი იმპროვიზაციით (ამბობენ რომ გემრიელი გამომდის). რაც მთავარია, ვცდილობ ნაკლები ან მცენარეული ცხიმით მოვამზადო.

ვკითხულობ, ვუყურებ ფილმებს, ვუსმენ ჩემთვის საყვარელ მუსიკოსებს. ვესაუბრები ჩემს მეგობრებს ვიდეოთვალით. ამასობაში დღეც იწურება და გვიან ვიძინებ (ღამე მიყვარს ფილმების ყურება). ბუნებით ოპტიმისტი ვარ და ვიცი რომ მიუხედავათ ამხელა განსაცდელისა, ყველაფერი დალაგდება, უბრალოდ ამას დრო სჭირდება! ყველას გისურვებთ ჯანმრთელობას, გაუფრთხილდით საკუთარ თავს, სხვა ადამიანებსაც და #დარჩისახლში.

თავისუფალი დრო ბევრი გვაქვს, გამოწვევა მიღებულია და ambebi.ge-ს მკითხველო, გიწვევთ. გაიხალისეთ დღე და მოგვიყევით თქვენი #თავგადასავალისახლში.

R

7 ეფექტური გზა დაბანის შემდეგ ხელების გამოშრობისგან დასაცავად

Avon მსოფლიოში პირდაპირი გაყიდვების კომპანიების სამეულშია 4.76$ მილიარდი შემოსავლით

როგორ გაართვეს თავი ონლაინსწავლებას ქართულმა უნივერსიტეტებმა