ავტორი:

ბოლნისში კორონავირუსით ინფიცირების 15 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა - "ერთი სასულიერო პირია, მარნეულში კი ვირუსი ექიმს დაუდგინდა"

ბოლნისში კორონავირუსით ინფიცირების 15 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა - "ერთი სასულიერო პირია, მარნეულში კი ვირუსი ექიმს დაუდგინდა"

ბოლნისში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსით ინფიცირებულთა 15 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. აღინიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა შოთა რეხვიაშვილმა განუცხადა.

მისივე ინფორმაციით, ინფიცირებულთა შორის არის ერთ-ერთი ტაძრის სასულიერო პირიც. სახელმწიფო რწმუნებულის განმარტებითვე, აღნიშნულ პირს მრევლთან კონტაქტი არ ჰქონია, რადგან ტაძარში მსახურება მრევლის გარეშე მიმდინარეობს.

„ბოლო 24 საათში 15 დადასტურებული ფაქტი გვაქვს, მათ შორის შემთხვევები უკავშირდება სასწრაფო სამედიცინო დახმარების ოჯახის წევრებს. ასევე, სამედიცინო პერსონალის ინფიცირების ერთი დადასტურებული ფაქტია მარნეულში, რომელსაც 10 დღის წინ, ტესტირებით უარყოფითი შედეგი ჰქონდა, მაგრამ ახლა დადებითი პასუხი მივიღეთ. დადასტურებულ შემთხვევებს შორის ერთი სასულიერო პირია. ტაძარში, სადაც ის მსახურობდა, მრევლი არ არის, ისედაც გადაკეტილია ტერიტორია და ღვთისმსახურება მრევლის გარეშე მიმდინარეობს“, - განაცხადა რეხვიაშვილმა.

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

რა ვითარებაა სანზონაში, სადაც ავარიის გამო, ბუნებრივი აირი 6000-მდე აბონენტს შეუწყდა

სართიჭალაში ქარმა 5-სართულიან კორპუსს სახურავი გადახადა - კადრები შემთხვევის ადგილიდან