ავტორი:

"ხელისუფლებამ საჯარო სამსახურის წარმომადგენლებისთვის დაიბარა, თუ სააღდგომო წირვაზე წახვალთ, სამსახურებს დაკარგავთო - ვნახოთ, ვინ რას დაკარგავს"

"ხელისუფლებამ საჯარო სამსახურის წარმომადგენლებისთვის დაიბარა, თუ სააღდგომო წირვაზე წახვალთ, სამსახურებს დაკარგავთო - ვნახოთ, ვინ რას დაკარგავს"

ბოდბელი მიტროპოლიტის მეუფე იაკობის განცხადებით, მისი ეპარქიის მრევლს სააღდგომო ლიტურგიაზე მისვლის შემთხვევაში, ხელისუფლება სამსახურების დაკარგვით დაემუქრა.

„ჩვენთან ეპარქიაში ხელისუფლებამ საჯარო სამსახურის წარმომადგენლებისთვის, მასწავლებლებისთვის დაიბარა, რომ თუ სააღდგომო წირვაზე ან თქვენ ან თქვენი ოჯახის წევრები წახვალთ, სამსახურებსო დაკარგავთო და ახლა ვნახოთ, ვინ რას დაკარგავს,“ - აღნიშნა მეუფე იაკობმა.

მისი თქმით, რაც უფრო შეზღუდავ ადამიანს, მით უფრო მეტი წინააღმდეგობის გრძნობა აქვს მას, ამიტომ „ყველამ თავის საქმეს მიხედოს“.

„დღეს გამოსული ვიყავი ქალაქში. 12 საათამდე ვიარე, რაც დღეს ხდებოდა, არ გაქვთ ის კადრები ნანახი?! მთელ ქალაქში დავდიოდი და უბრალოდ ვნახე, ის რიგები იყო?! დღეს რატომ არ მიხედა ხელისუფლებამ? ყველგან არეულობა იყო და ყველამ თავის საქმეს მიხედოს. ერთი რამაა, რაც უფრო შეზღუდავ ადამიანს, მით უფრო წინააღმდეგობას გრძნობს. ბევრი ხალხი შეგუებული იყო, რომ არ უნდა წასულიყო და ახლა ძალით აკეთებენ, რომ გამოვიდნენ?! კი არ ვიმუქრები, მაგრამ ქუჩაში რომელიმე გაბედავს და წინ დამხვდება?!“, - განაცხადა მეუფე იაკობმა.

LIVE: "360 გრადუსი" - გიორგი ბარამიძე; დიმიტრი ცქიტიშვილი; დავით მათიკაშვილი

"დღეს, წირვის დროს ისეთი რთული იყო ლოცვა, მეგონა, ვერ შევძლებდი ბოლომდე მიმეყვანა..." - რა გაიხსენა პატრიარქმა ძმის შესახებ

LIVE "ნიუსრუმიდან" - ნინო ბურჯანაძე