ავტორი:

ქრისტე აღსდგა! - მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლის გადმოსვლის კადრები

ქრისტე აღსდგა! - მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლის გადმოსვლის კადრები

იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე, წმინდა ცეცხლი გადმოვიდა. უფლის საფლავზე აღმართული სამლოცველოდან, კუვუკლიადან წმინდა ცეცხლი იერუსალიმისა და სრულიად პალესტინის პატრიარქმა გამოიტანა.

იერუსალიმის მართლმადიდებელი პატრიარქი აღდგომის ტაძარში უფლის საფლავზე შევიდა, რის შემდეგაც საფლავი დაიხურა. ზეციური ცეცხლი საფლავზე თბილისის დროით 14.50 საათზე გადმოვიდა.

წინა წლებისგან განსხვავებით, ტაძარში მხოლოდ რამდენიმე ადამიანი იმყოფებოდა, რომლებიც აღმოსავლეთ მართლმადიდებლურ ეკლესიებს წარმოადგენენ. მოციქულთა და წმინდა მამათა მოწმობით, უნივთო ცეცხლმა მაცხოვრის საფლავი ჯერ კიდევ აღდგომისას გააბრწყინა.

ზეციური ცეცხლი იერუსალიმის აღდგომის ტაძარში პირველად III საუკუნეში გადმოვიდა.

"ჩავიხედოთ ჩვენს გულში და შევაფასოთ საკუთარი თავი, თუ მყარი რწმენა არა გვაქვს უფლისადმი, ვთხოვოთ მას დახმარება" - პატრიარქი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე (2021)

წმინდა ცეცხლი უკვე საქართველოშია