ავტორი:

რაჭიდან ალავერდში სააღდგომო ლიტურგიაზე ორი მამაკაცი ტრაილერით ჩავიდა - "ნამყოფები არ ვიყავით და გვინდოდა აქ გვეზეიმა"

რაჭიდან ალავერდში სააღდგომო ლიტურგიაზე ორი მამაკაცი ტრაილერით ჩავიდა - "ნამყოფები არ ვიყავით და გვინდოდა აქ გვეზეიმა"

მართლმადიდებელი სამყარო დღეს, 19 აპრილს უფლის ბრწყინვალე აღდგომის დღესასწაულს აღნიშნავს. მიუხედავად ქვეყანაში არსებული საგანგებო მდგომარეობისა და ე.წ. კომენდანტის საათისა, ქვეყნის ბევრ ტაძარში წუხელ სააღდგომო ლიტურგიაზე მრევლი მაინც მივიდა.

მათ შორის იყო ალავერდის მონასტერიც, სადაც ღამისთევაზე მისულები თერმოსკრინინგით შეამოწმეს. ტაძრის მიმდებარედ დამონტაჟებული იყო ხმოვანი აპარატურა და თეთრი საღებავით მონიშნული იყო ადგილები, სადაც მრევლი განთავსდა. ასევე, ადგილზე მისულ მრევლს სადეზინფექციო საშუალებები დაურიგდა.

ადგილზე დაახლოებით 100-120 კაცი იყო შეკრებილი. ადგილობრივების გარდა მრევლს შორის რაჭიდან ჩამოსული ორი მამაკაციც იყო. როგორც თავად განაცხადეს, ალავერდის სანახავად კახეთში ტრაილერით ჩავიდნენ.

"რაჭიდან ჩამოვედით ტრაილერით და დავესწარით ღამისთევას. ალავერდის ტაძარში პირველად ვიყავით. ძალიან გახარებულები ვართ. სამწუხაროა, აქამდე ნამყოფები არ ვიყავით. ტაძარშიც დიდი სიხარული იგრძნობოდა. ყველა ლოცულობდა და თან წესებს იცავდა. სპეციალურად მოვედით, რომ აქ გვეზეიმა აღდგომა" - აღნიშნა ერთ-ერთმა მამაკაცმა AMBEBI.GE-სთან საუბარში.

გორის სამხედრო ჰოსპიტალში მედდას COVID-19 დაუდასტურდა

სა­ქარ­თვე­ლო­ში კო­რო­ნა­ვირუ­სის­გან 178 ადამიანი გა­მო­ჯან­მრთელ­და

როგორ მოემზადა ნაკრას ხეობა წყალდიდობის სეზონისთვის