ავტორი:

მეორე მსოფლიო ომის 99 წლის ვეტერანმა ჯანდაცვის სერვისებისთვის 31 მილიონი დოლარი შეაგროვა

მეორე მსოფლიო ომის 99 წლის ვეტერანმა ჯანდაცვის სერვისებისთვის 31 მილიონი დოლარი შეაგროვა

მეორე მსოფლიო ომის 99 წლის ბრიტანელმა ვეტერანმა კაპიტანმა ტომ მურმა, 31 მილიონი დოლარი შეაგროვა ჯანდაცვის სერვისებისთვის.

მან ფულის შეგროვების უცნაურ ხერხს მიმართა - საკუთარ ბაღს 100-ჯერ შემოუარა და ამისთვის დონაცია მიიღო. მანამდე, ვეტერანმა მიზნად დაისახა, რომ 30 აპრილამდე, საკუთარ 100 წლის დაბადების დღემდე, 25 მეტრის გარშემოწერილობის ბაღისთვის 100-ჯერ უნდა შემოევლო გარშემო.

მან ეს ამოცანა გასულ კვირაში შეასრულა. მურს თავდაპირველად 1000 ფუნტი სტერლინგის მოგროვება ჰქონდა განზრახული, თუმცა მსოფლიოს ყურადღების ცენტრში მოხვდა.

აღსანიშნავია, რომ ტომ მური ტრავმის გამო სპეციალური გორგოლაჭებიანი საყრდენის დახმარებით გადაადგილდება. მისი ძალისხმევა პრინცმა ჰარიმაც შეაქო და 99 წლის ვეტერანს „სრულიად არაჩვეულებრივი“ უწოდა.

მომავალ კვირაში ინგლისში კორონავირუსთან საბრძოლველად ახალი საავადმყოფო გაიხსნება, არმიის ყოფილი ოფიცერი კი საპატიო სტუმრად არის მიწვეული. მოხუცი ვეტერანი სიკეთისთვის ბრიტანელებს მადლობას უხდის.

რუსი პოლიტიკოსი ივან ჟუკოვი კორონავირუსით დაიღუპა

კორონავირუსის პანდემიის გამო ყავაზე პანიკური მოთხოვნაა - შესაძლოა მსოფლიოში მისი დეფიციტი შეიქმნას

ცვლილებები დედოფალ ელისაბედის დაბადების დღის ცერემონიაში - ქვემეხიდან საზეიმო სროლა არ იქნება