ავტორი:

ქალი, რომელიც ჩრდილოეთ კორეას კულისებიდან მართავს - დიქტატორი კიმ ჩენ ინი დის გარეშე გადაწყვეტილებებს არ იღებს

ქალი, რომელიც ჩრდილოეთ კორეას კულისებიდან მართავს - დიქტატორი კიმ ჩენ ინი დის გარეშე გადაწყვეტილებებს არ იღებს

კიმ ჩენ ინი ჩრდილოეთ კორეის მმართველი და დიქტატორია, რომლის შესახებაც საზოგადოებისთვის ცოტა რამაა ცნობილი. მსოფლიომ ბევრი არაფერი იცის იმაზე, თუ როგორ ცხოვრობენ ადამიანები ჩრდილოეთ კორეაში, როგორია მათი ყოველდღიურობა.

ბოლო პერიოდში ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში აქტიურად ჩაერთო კიმ ჩენ ინის და, კიმ იო ჯონგი, რომელსაც ბრიტანული გამოცემა "გარდიანი“ თავისი ძმის შემდეგ, ჩრდილოეთ კორეის ყველაზე გავლენიან ადამიანს უწოდებს. ის 2018 წელს კიმ ჩენ ინთან ერთად ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე გამოჩნდა და მთელი მსოფლიოს ყურადღება მიიპყრო, ამის შემდეგ კი ეტაპობრივად, პოლიტიკური ცხოვრების კუთხით გააქტიურდა.

როგორც "გარდიანი“ წერს, ამბობენ, რომ იო ჯონგი ძმის მთავარი საყრდენია და მისი განუზომელი ნდობით სარგებლობს. კიმ ჩენ ინის იმიჯი სწორედ ამ ქალის ნაშენებია. კიმ იო ჯონგი, არის ქალი, რომელიც უდიდეს გავლენას ახდენს ძმის გადაწყვეტილებებზე.

და-ძმა - კიმ ჩენ ინი და კიმ იო ჯონგი

მსოფლიოში კორონავირუსის პანდემიის ფონზე, მაშინ, როცა ჩრდილოეთ კორეაში ოფიციალურად COVID-19-ის არც ერთი შემთხვევა არ არის დადასტურებული, კიმ იო ჯონგის გავლენა და ძალაუფლება კიდევ უფრო იზრდება.

გასულ თვეში ქალმა თავისი პირველი ოფიციალური პოლიტიკური განცხადებები წერილობით გაავრცელა. ერთ-ერთ განცხადებაში მან საჯაროდ შეაქო აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი იმ წერილისთვის, რომელიც თეთრი სახლის ლიდერმა კიმ ჩენ ინს გაუგზავნა და ქვეყნებს შორის ორმხრივი პოზიტიური ურთიერთობის შენარჩუნებას იმედოვნებდა.

ექსპერტები ამბობენ, რომ კიმ იო ჯონგის სახელით პოლიტიკური განცხადებების გამოქვეყნება ხაზს უსვამს მის ცენტრალურ როლს ქვეყნის მართვის კუთხით. აღნიშნულის შესახებ საუბრობს სეულის უნივერსიტეტის ჩრდილოეთ კორეის საკითხების მკვლევართა თქმით, კიმ იო ჯონგის უკანასკნელი ქმედებები ცხადყოფს, რომ კიმ ჩენ ინმა მას უფლება მისცა, ასეთი დონისა და ტონის პოლიტიკური განცხადებები საკუთარი სახელით გამოექვეყნებინა.

"ყოველივე ცხადად აჩვენებს, რომ ის მზად არის თავისი და თავის ალტერ ეგოდ აქციოს“, - ამბობენ მკვლევრები.

“მას აქვს პირდაპირი და ძლიერი გავლენა თავის ძმაზე“, - ამბობს სიდნეის უნივერსიტეტის პროფესორი, ჩრდილოეთ კორეის საკითხების სპეციალისტი, ლეონიდ პეტროვი. მისივე თქმით, ბოლო დროს ქალი დიქტატორ ძმას ეხმარება პოზიტიური იმიჯი შეიქმნას, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საერთაშორისო არენაზე.

იო ჯონგი, რომელზეც ფიქრობენ, რომ თავის ძმაზე ოთხი წლით პატარაა (მისი ნამდვილი ასაკი უცნობია), იშვიათად ჩნდებოდა საზოგადოებაში. მისი ფოტო პირველად 2010 წელს იხილეს, როცა ძმასთან ერთად ერთ-ერთ კონფერენციას დაესწრო.

ცნობილია, რომ 90-იანი წლების დასაწყისში შვეიცარიაში, ბერნში სკოლაში თავის ძმასთან ერთად სწავლობდა. რა თქმა უნდა, და-ძმა მკაცრი მეთვალყურეობის ქვეშ იყო და დაცვა გვერდიდან არ შორდებოდათ. ორივემ იცოდა, თუ რა უნდა ეკეთებინათ მომავალში და რისთვის ემზადებოდნენ.

სკოლის დამთავრების შემდეგ, იო ჯონგი კომპიუტერულ მეცნიერებებს სწავლობდა ჩრდილოეთ კორეაში. ამბობენ, რომ კიმ ჩენ ინის ყველა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების უკან მისი და დგას და დის რჩევის გარეშე კიმი ნაბიჯსაც არ დგამს.

"ჩრდილოეთ კორეის რეჟიმი ოჯახური საქმეა და არ არის გასაკვირი, რომ ის ყველაზე მეტად თავის დას ენდობა“, - ამბობს საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი, ლიფ ერიკ ესლი.

"მან გამოავლინა რეჟიმის მოდერნიზაციის უნარები და გარკვეულწილად, შეცვალა სახელმწიფო პროპაგანდა. კიმ იო ჯონგს აქვს ნებისმიერ სხვა ჩრდილო კორეელ ჩინოვნიკზე მეტი გავლენა და შეუცვლელი როლი. მისი პოლიტიკური წონა დღითი დღე იზრდება.“ - ამბობს პროფესორი და დასძენს, რომ მიუხედავად დიდი გავლენისა, განათლებისა და ქვეყნის მართვის უნარისა, რომელსაც იო ჯონგი თანდათან ავლენს, ის ვერასდროს დაიკავებს ძმის ადგილს და ვერასდროს გახდება ოფიციალურად ქვეყნის მმართველი, რადგანაც ქალის მმართველობა ჩრდილოეთ კორეაში წარმოუდგენელია.

კიმ იო ჯონგს შეუძლია იყოს მხოლოდ მყარი დასაყრდენი და კულისებიდან მიიღოს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები, თუმცა ოფიციალურად მმართველის სტატუსი არასდროს ექნება იმის გამო, რომ ქალია.

ლეგენდარული იტალიელი კომპოზიტორი, ენიო მორიკონე გარდაიცვალა

როგორ დაეხმარა "სამი მუშკეტერი“ საქართველოს კორონავირუსთან ბრძოლაში - BBC-ის ვრცელი სტატია საქართველოზე

ციურიხში ზოოპარკში ვეფხვის თავდასხმის შედეგად 55 წლის ქალი დაიღუპა