ავტორი:

ქართველი ფეხბურთელი თბილისში ველოსიპედით მოძრაობის დროს პატრულმა დააჯარიმა

ქართველი ფეხბურთელი თბილისში ველოსიპედით მოძრაობის დროს პატრულმა დააჯარიმა

საქართველოს ფეფბურთის ნაკრებისა და "გენტის" შემტევი, გიორგი ჩაკვეტაძე კორონავირუსის გამო სამშობლოში დაბრუნდა და ფორმის შენარჩუნებას თბილისში ველოსიპედზე მოძრაობით ცდილობს, მაგრამ ამის გამო პატრულმა-ინსპექტორმა გოჩა არველაძემ დააჯარიმა.

"ველოსიპედით არ იაროთ ხალხო, ჯარიმაა, ვაახ რა გვეშველება'', - ასეთი გაოცებული დარჩა გიორგი ჩაკვეტაძე, რომელმაც ემოცია Instagram-ზე ჯარიმის ქვითრის ფოტოს გამოქვეყნებით დააფიქსირა.

კორონავირუსის პანდემიის გამო საქართველოს მთავრობის მიერ დაწესებული აკრძალვები ავტოსატრანსპორტო საშუალებით მოძრაობას კრძალავს, მაგრამ ველოსიპედის ტარება ნებადართულია.

ჩაკვეტაძე კი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 127-ე მუხლით დააჯარიმეს, სადაც წერია, რომ ამ მუხლით პირი შემდეგ შემთხვევაში ჯარიმდება - „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა დარღვევა ან/და საგზაო მოძრაობის მარეგულირებელი სიგნალისადმი დაუმორჩილებლობა, აგრეთვე საგზაო ნიშნის ან საგზაო მონიშვნის მოთხოვნათა უგულებელყოფა''.

კანონი კანონია და მისი დარღვევა არავის ეპატიება, მაგრამ ცარიელ ქუჩაში ველოსიპედით სიარული რომ ჯარიმის საფრთხეს შეიცავდა, ეს პირველად გავიგეთ. არადა, დღეს ფეხბურთელები ფორმის შენარჩუნებას ასე და სირბილით ცდილობენ და ფრთხილად უნდა იყვნენ, უფეხბურთობით და ხელფასების შემცირებით ისედაც დაზარალებულები კიდევ უფრო რომ არ დაზარალდნენ. წაიკითხეთ სრულად

"დინამო არენაზე" ესპანეთის საფეხბურთო ნაკრების ვარჯიშის დროს, შუქი ჩაქრა - რა ფოტოებს და ვიდეოს აქვეყნებს სერხიო რამოსი

თბილისის მეტრო და ავტობუსები დღეს 01:00 საათამდე იმუშავებს

365 ახალი ინფიცირებული და 5 გარდაცვლილი - როგორია ბოლო დღე-ღამის მონაცემები კორონავირუსის შესახებ