ავტორი:

ბერა TikTok-ის ვიდეოში ბიძინა ივანიშვილთან ერთად გამოჩნდა

ბერა TikTok-ის ვიდეოში ბიძინა ივანიშვილთან ერთად გამოჩნდა

ინტერნეტმომხმარებლებისთვის სულ უფრო აქტიური ხდება სოციალური ქსელი TikToki, რომელიც კარგად აითვისეს ქართველებმაც. მათ შორის ბევრმა ცნობილმა სახემ გადაწყვიტა, სწორედ აღნიშნულ პლატფორმაზე იაქტიუროს და თაყვანისმცემლებს ყოველდღურად სახალისო ვიდეოები შესთავაზოს.

მათ შორის არის ექსპრემიერის შვილი ბერა ივანიშვილი. რამდენიმე დღის წინ მან "ფეისბუქზე" დაწერა, რომ ოჯახი სწორედ TikTok-ზე გადადიოდა.

"მოგესალმებით, მინდა გაცნობოთ, რომ ჩვენი ოჯახი დღეიდან იაქტიურებს TikTok-ის პლატფორმაზე. Facebook-ს მხოლოდ მნიშვნელოვანი განცხადებებისთვის გამოვიყენებთ. ვიდეოებისა და სიახლეების ყოველდღიურად სანახავად, გადადით ბმულზე https://vm.tiktok.com/WUa4uT/

ვეცდებით ჩვენი პატარა კლიპებით ამ რთულ დროს სახლში იძულებით ყოფნა ცოტა გაგიხალისოთ!" - დაწერა ბერამ.

რამდენიმე წუთის წინ TikTok-ზე გამოქვეყნებულ მორიგ ვიდეოში ბერა მამასთან, ბიძინა ივანიშვილთან ერთად გამოჩნდა.

ბერამ, ბერუკამ და ნანუკამ დროში იმოგზაურეს - ოჯახური ტრანსფორმაცია და ფოტოები, რომლებმაც გულშემატკივრები მოხიბლეს

"მუხლებზე მდგომნი იძახდნენ, "ღმერთო, გადაარჩინე ჩემი ძმა..რაც შევძელი შემზარავი კივილი  იყო" - რას წერს ექსპრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის ყოფილი რძალი

"შიმშილობას რაც შეეხება, ისეთივე აბსურდული და დადგმული მგონია, როგორებიც თქვენ ხართ” - რას წერს გიორგი შაქარაშვილის და?