ავტორი:

"მეზობელი ამბობს, მასზე ამას ვერ წარმოვიდგენდი, ლიფტში შესვლის და გამოსვლის წინ პირჯვარს იწერდაო" - დაკავებული პოლიციელის ადვოკატი

"მეზობელი ამბობს, მასზე ამას ვერ წარმოვიდგენდი, ლიფტში შესვლის და გამოსვლის წინ პირჯვარს იწერდაო" - დაკავებული პოლიციელის ადვოკატი

"სოსო გაბრიაძემ გასროლა ჰაერში განახორციელა და არც უშვებდა, რომ ასეთი შედეგი დადგებოდა... ის დანაშაულს ინანიებს" - ამის შესახებ ვაჟა-ფშაველაზე ქალის მკვლელობაში ბრალდებული სამართალდამცველის ადვოკატმა ცოტნე წერეთელმა ტელეკომპანია "პალიტრანიუსის" გადაცემა "360 გრადუსში" განაცხადა.

მან იმ დღის შესახებ ისაუბრა, როდესაც ტრაგედია მოხდა და აღნიშნა, რომ გასროლის მომენტში გაბრიაძე სახლში მარტო იყო.

"სუფრა დაიშალა "კომენდანტის საათამდე" ანუ 9 საათამდე მიმდინარეობდა აღდგომის დღესასწაულის აღნიშვნა. ამის შემდეგ დაიშალნენ. სახლში მხოლოდ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი დარჩა. ანუ როდესაც გასროლა განახორციელა მარტო იყო. კიდევ ერთხელ ვამბობს, მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობა ძალიან მძიმეა.

სასჯელს არ გაურბის, არ გაურბის სამართლებრივს და მორალურ პასუხისმგებლობას... როდესაც გასროლა განახორციელა, მან არ იცოდა ეს შედეგი თუ დადგა. რამდენიმე საათის შემდეგ მიაკითხეს პოლიციელებმა და აქედან გაიგო ეს ამბავი. ვერც კი წარმოიდგენდა, რომ მის გასრლას შეიძლებოდა ასეთი შედეგი მოყოლოდა" - აღნიშნა წერეთელმა.

ადვოკატის თქმით, არასწორია მეზობლების მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს სოსო გაბრიაძეს გასროლები ადრეც ჰქონია განხორციელებული.

"მე მას პირადად არ ვიცნობდი, გავიცანი ახლა, კლიენტი-ადვოკატის ურთიერთობიდან. დადებითი განწყობა შემექმნა მისი განცდებიდან გამომდინარე, ამა ამას დაემატა ისიც, რომ საზოგადოებაში და პოლიციაში დადებითად ახასიათებენ.

დღეს მისი კარის მეზობელი მეუბნება, ვერ წარმოვიდგენდი მასზე ამას, ლიფტში შესვლის და გამოსვლის წინ პირჯვარს იწერდაო. გამარჯობას ვერ ათქმევინებდი, ისეთ მორიდებული ადამიანიაო" - ამბობს წერეთელი.

ცნობისთვის, ვაჟა-ფშაველას გამზირზე, ბრმა ტყვიამ ქალის სიცოცხლე ისმხვერპლა. სამართალდამცავებმა პოლიციელი გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის ბრალდებით დააკავეს. თუმცა, მოგვიანებით, პროკურატურამ მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე განზრახ მკვლელობის მუხლით წარუდგინა.

პროკურატურის ინფორმაციით, საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დგინდება, რომ ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა სოსო გაბრიაძემ საკუთარი საცხოვრებელი ბინის აივნიდან „ვიკინგის“ მოდელის ცეცხლსასროლი იარაღიდან უმისამართო გასროლა განახორციელა, რასაც მიმდებარე კორპუსში მცხოვრები ქალის სიცოცხლის მოსპობა მოჰყვა.

"დაინახეს, რომ აქ შემოვიდა, მოაბრუნა მანქანა და წავიდა ქვემოთ" - 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილს ამ დრომდე უშედეგოდ ეძებენ

არასრულწლოვნის გაუპატიურებაში ბრალდებულს 11 წლით პატიმრობა მიესაჯა

დაოჯახებულ თანასოფლელთან სექსუალური კავშირის გამო მამაკაცი გაკოჭეს და ხეზე მიაბეს - რა მოხდა მარნეულში?