ავტორი:

"ყველა პირობას და წესს ვიცავდი... სავარაუდოდ, დავინფიცირდი სამსახურში" - რას ჰყვება კორონავირუსით ინფიცირებული ექიმი

"ყველა პირობას და წესს ვიცავდი... სავარაუდოდ, დავინფიცირდი სამსახურში" - რას ჰყვება კორონავირუსით ინფიცირებული ექიმი

ჩემთვის რა ინფორმაციაც არის ამ ეტაპზე უტყუარი, მე დავინფიცირდი სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს , - ამის შესახებ ერთ-ერთი კლინიკის სტუდენტმა ექიმმა დავით შავიშვილმა გადაცემა "360 გრადუსში" განაცხადა.

მისი თქმით, ამჟამად ეპიდემიოლოგები იმ წყაროს მოძიებას ცდილობენ, რომელიც დაინფიცირების მიზეზი გახდა.

ამასთანავე დავით შავიშვილის განმარტებით, სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას, ის ხელისუფლებისა და ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილ უსაფრთხოების ყველა წესს იცავდა.

"სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს, ყველა იმ პირობას და წესს ვიცავდი, რაც მოწოდებული იყო სახელმწიფოსა და ჯანდაცვის სამინისტროს მიერ, სრული პროტოკოლით ვმუშაობდით მეც და ყველა ჩემი თანამშრომელიც.

ზუსტი წყარო ჯერჯერობით ცნობილი არ არის, შესაბამისად, სავარაუდოდ, დავინფიცირდი სამსახურში. აქვე იმასაც ვიტყვი, რომ მე, სადაც ვმუშაობდი, ის კლინიკა არ ემსახურება კოვიდინფიცირებულ პაციენტებს, შესაბამისად, იმის აუცილებლობა, რომ ჩვენ კომბინიზონებით გვემუშა, არ ყოფილა, მაგრამ განსაზღრულ დონეზე მაინც ვიცავდით უსაფრთხოების ელემენტებს", - განაცხადა დავით შავიშვილმა.

მისი განმარტებით, კორონოვარუსის სიმპტომები, მის შემთხვევაში მსუბუქად გამოხატული თავის ტკივილი და ტემპერატურა იყო, რომელთა გამოვლენის შემდეგაც, მოხდა ყველა საჭირო ღონისძიების გატარება.

"სიმპტომები იყო მსუბუქად გამოხატული თავის ტკივილი და ტემპერატურა 37,5. პირველივე სიმპტომების გამოვლენის შემდეგ მოხდა იმ ღონისძიებების გატარება, რაც უკვე აუციელებლი იყო. ჩემს შემთხვევაში მოხდა ადექვატური და დროული ჩარევა, მოხდა ყველა კლინიკურ-ლაბორატორიული გამოკვლევის ჩატარება, რაც აუცილებელი და სასურველია ამ შემთხვევაში. სხვა რაიმე კლინიკური სიმპტომების გართულება და გამწვავება არ მქონია და საბედნიეროდ აღარაფერი მაწუხებს, კარგად ვგრძნობ თავს", - განაცხადა დავით შავიაშვილმა და აღნიშნა, რომ კლინიკაში უკვე მეცხრე დღეა იმყოფება.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული მეხუთე პაციენტი გარდაიცვალა

როდის გაივლიან რეგისტრაციას პირველკლასელები - განათლების სამინისტრომ ახალი ვადები დაადგინა

"37 გრადუს ტემპერატურაზეც უკვე უნდა ინერვიულოთ" - რას ამბობს მარინა ენდელაძე კორონავირუსის მსუბუქი ფორმის სიმპტომებზე