ავტორი:

"ვცხოვრობ ჩვეულებრივ სოფელში, თავისი მამლებით და ძაღლების გაბმული ყეფით" - როგორ გამოიყურება მიხეილ სააკაშვილის სახლი "ლესნიკებში"

"ვცხოვრობ ჩვეულებრივ სოფელში, თავისი მამლებით და ძაღლების გაბმული ყეფით" - როგორ გამოიყურება მიხეილ სააკაშვილის სახლი "ლესნიკებში"

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა თათია შარანგიასთან "ინსტაგრამის" ლაივში ჩართვის დროს ისაუბრა, როგორ ცხოვრობს კიევის გარეუბანში მდებარე სახლში.

"კიევის გარეუბანში, სახლში ვარ. ამ სოფელს ქვია მეტყევეები, "ლესნიკები". მე სოფლის ნაწილში ვცხოვრობ, ჩვეულებრივი სოფელია, თავისი მამლებით, ძაღლების გაბმული ყეფით, სოფლის გარემოთი და ორღობეებით, მაგრამ კიევთან არის ძალიან ახლოს.

ძალიან მოსახერხებელია აქ ყოფნა - სუფთა ჰაერიც არის და არც ისე შორსაა კიევიდან, ველოსიპედით შეგიძლია 15-20 წუთში მიხვიდე" - აღნიშნა სააკაშვილმა შარანგიასთან ჩართვის დროს.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის თქმით, ეს სახლი დედას, გიული ალასანიას ეკუთვნის.

გასულ წელს სააკაშვილმა უკრაინულ ტელეკომპანია "24 Канал"-ის გადამღებ ჯგუფს კიევის გარეუბანში მდებარე ელიტური სახლი დაათვალიერებინა. მაშინ ინტერვიუში აღნიშნა, რომ სახლს თითქმის სამი წლის განმავლობაში აშენებდნენ. მიწის ნაკვეთი 550 კვ.მეტრი ფართობისაა და მისი ღირებულება 30 ათასი დოლარია.

სახლი ერთსართულიანი - დიდი მისაღები ოთახით, ორი საძინებლითა და სააბაზანო ოთახით. მისაღებ ოთახში პანორამული ფანჯარაა, რაც სახლს უფრო ნათელს ხდის.

"რაც შეეხება ჯანდაცვის მინისტრის მუქარას, მინდა ყველას შევახსენო, რომ იძულებული გაგვხადეს შეგვეჩერებინა პაციენტების მიღება" - ცერცვაძე

ნაირა კანალდია, რომელსაც აფხაზეთის ომის ყველაზე მძიმე ამბავი უკავშირდება, გარდაიცვალა

2020 წლის ბოლოს თბილისიდან ბათუმში 4 საათში ჩახვალთ