ავტორი:

რა ხდება ადამიანის ორგანიზმში, როცა ხორცის ჭამას წყვეტს

რა ხდება ადამიანის ორგანიზმში, როცა ხორცის ჭამას წყვეტს

გარკვეული პერიოდის განმავლობაში ყველა ჩვენგანი ამბობს უარს ხორცზე. მიზეზი შეიძლება იყოს მარხვა, კვების ჩვევების შეცვლა თუ სხვ. საინტერესოა, რა ხდება ჩვენს ორგანიზმში, როდესაც ხორცის ჭამას ვწყვეტთ.

  • ანთებითი პროცესები მცირდება

ისეთი საკვები, როგორიცაა ხორცი, ყველი და სხვა, ანთებითი პროცესების გააქტიურებას იწვევს. ანთება, რომელიც თვეობით ან წლობით გრძელდება, ხელს უწყობს ათეროსკლეროზის, გულის შეტევის, ინსულტის, დიაბეტის განვითარებას.ხორცისგან განსხვავებით, ბოსტნეული ბუნებრივი ანტიბიოტიკია და ანთებითი პროცესების წინააღმდეგ მოქმედებს.

  • სისხლში ქოლესტერინის დონე იკლებს

მაღალი ქოლესტერინი გულის დაავადებების განვითარების ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია. ხორცი (ცხოველისა თუ ფრინველის) დიდი რაოდენობით ცხიმს შეიცავს, რაც სისხლში ქოლესტერინის დონის მომატების მიზეზი ხდება.

კვლევები აჩვენებს, რომ თუკი ადამიანი ბოსტნეულითა და მცენარეული საკვებით იკვებება, მის სისხლში ქოლესტერინის დონე 35%-მდე იკლებს. ამიტომაც არის, რომ ექიმები მედიკამენტური მკურნალობის გარდა ხორცზე უარის თქმასაც გვირჩევენ ხოლმე.

  • მიკრობიუმი გარდაიქმნება

ჩვენს ორგანიზმში არსებულ ტრილიონობით მიკროორგანიზმს ერთად მიკრობიუმი ჰქვია. ისინი არა მხოლოდ საკვების მონელებაში გვეხმარებიან, არამედ სწორედ მათი დამსახურებით ყალიბდება ჩვენი იმუნური სისტემა. კვლევებმა აჩვენა, რომ მიკრობიუმი დიდ როლს ასრულებს სიმსუქნის, დიაბეტის, ათეროსკლეროზის, ნაწლავებისა და ღრძილების ანთებითი დაავადებების დროს.

მცენარეული საკვები ხელს უწყობს ჯანმრთელი მიკრობიუმის ჩამოყალიბებას, ორგანიზმში სასარგებლო ბაქტერიების ზრდას. ხორცის პროდუქტების მიღების შემდეგ კი ნაწლავის ბაქტერიები ქმნიან ნივთიერებას (TMAO), რომელიც საბოლოოდ ტოქსიკურ პროდუქტად გარდაიქმნება წაიკითხეთ ვრცლად

გმირმა დედამ 6 შვილი ხანძრიდან მარტომ გამოიყვანა - "კიბე ცეცხლში იყო გახვეული, იქ ჩემი შვილები იყვნენ. მეწვოდა სხეული, მაგრამ უნდა ავსულიყავი"

"კატა არ ვარ" - ონლაინ სასამართლო სხდომას ტეხასელი ადვოკატი კატის ფილტრით ჩაერთო: ახალი ინტერნეტჰიტი

ჩინეთის იმპერატორს 121 ცოლი ჰყავდა, როგორ დაეხმარნენ მათემატიკოსები მას ღამე როდის რომელ ცოლთან გაეტარებინა?