ავტორი:

"სიჩქარესაც გადავაჭარბე, წითელზეც გავიარე, პატრულმაც გამაჩერა და..." - კომენდანტის საათის დროს დაბადებული ნანატრი შვილის ამბავი

"სიჩქარესაც გადავაჭარბე, წითელზეც გავიარე, პატრულმაც გამაჩერა და..." - კომენდანტის საათის დროს დაბადებული ნანატრი შვილის ამბავი

"დიდი მჭევრმეტყველებით არ გამოვირჩევი, როგორც ოპერატორს, კამერის უკან დგომა მირჩევნია" - მითხრა რესპონდენტმა გიორგი ძოწენიძემ, მაგრამ ვფიქრობ, საკუთარ განცდებზე - სიხარულსა და ბედნიერებაზე, მასზე უკეთ ვერავინ მომიყვებოდა.

ეს ინტერვიუც ამის დასტურია. გიორგი ძოწენიძე რამდენიმე დღის წინ მამა გახდა. მართალია, მშობიარობა მომდევნო დღეს იყო დაგეგმილი, მაგრამ პატარა ევამ მშობლებისა და ექიმების გეგმა არაფრად ჩააგდო და კომენდანტის საათის დროს გადაწყვიტა დაბადება...

- ღამის 3 საათზე ჩემი მეუღლე თიკა დარბაისელი მაღვიძებს, მშობიარობა დამეწყოო. არ მახსოვს, როგორ ჩავიცვი და მანქანაში როგორ ჩავსხედით. თიკა არ იყო კარგად, ამიტომ გიჟივით გავრბოდი - სიჩქარესაც გადავაჭარბე, წითელზეც გავიარე და პატრულიც ამედევნა. მანიშნა, გააჩერეო.

გავაჩერე, მაგრამ სანამ პატრულის თანამშრომელი ჩვენს მანქანას მოუახლოვდებოდა, მე გადავედი - მეუღლე მყავს ცუდად და სამშობიაროში გავრბივართ-მეთქი. აღარაფერი უკითხავთ - მიდი, ჩქარა, დაჯექი და მიგაცილებთ სამშობიარომდეო, მითხრეს. მანქანაში ჩავჯექი, სარკეში პატრულს გავხედე და სანამ გადამისწრებდა, ეტყობა, პროფესიული ხედვა ჩამერთო - წარმოვიდგინე, როგორი მნიშვნელოვანი კადრების გადაღება შემეძლო ამ მომენტის დასამახსოვრებლად.

ასე შემოვინახე ჩემთვის ყველაზე ბედნიერი და ამაღელვებელი წუთები. მომავალში ევას ვაჩვენებთ, როდის მოუწია ამქვეყნად მოვლენამ და რა ამბები გავიარეთ მის დაბადებამდე.

სამშობიაროში რომ მივედით, პატრულმა, აგაცილოთო? - მკითხა. ვიცოდი, არ ამიშვებდნენ, ამიტომ ვუთხარი, არა, მაგრამ იქნებ დამელოდოთ, თიკას დავტოვებ და ახლავე ჩამოვალ-მეთქი. მინდოდა, გამეცნო და მადლობა გადამეხადა, მაგრამ როცა ჩამოვედი, წასულები დამხვდნენ. შევწუხდი, მაგრამ ეკიპაჟის ნომერი მახსოვდა - 7310. დავრეკე 112-ში, მოვუყევი, რაც მოხდა და ეკიპაჟის წევრების გვარ-სახელები ვკითხე, მაგრამ არ მითხრეს - არ გვაქვს უფლება, თუმცა არ იდარდოთ, მადლობას ჩვენ გადავცემთო... წაიკითხეთ ვრცლად

"მოემატა შეკვეთები, მაგრამ ჩვენ ხელფასები მოგვაკლდა..." - "გლოვოს" კურიერები გაიფიცნენ

"ავსტრიელები ამბობენ, - ტერორისტებს აძლევენ მოქალაქეობას, ჩვენთან ინტეგრირებულ ადამიანებს კი ყრიანო" - ქართველი ოჯახის გამოძევებისა და მათი მხარდამჭერი აქციების დეტალები

ბათუმში კორონავირუსით მეათეკლასელი მოსწავლე გარდაიცვალა