ავტორი:

"მივმართავ ახალგაზრდა კოლეგებს: თენგიზ ცერცვაძეს ნუ შევეხებით ასე, მას უზარმაზარი დამსახურება აქვს" - ამირან გამყრელიძე

"მივმართავ ახალგაზრდა კოლეგებს: თენგიზ ცერცვაძეს ნუ შევეხებით ასე, მას უზარმაზარი დამსახურება აქვს" - ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს, რომლებიც COVID-19-ის მკურნალობის პროცესში, მედიკამენტ პლანქველინის გამოყენებას აპროტესტებენ, ტელეეთერებიდან და სოციალური ქსელებიდან პროფესიულ დისკუსიებში გადანაცვლებისკენ მოუწოდებს.

როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, მედიკამენტი 50 წელია არსებობს და პირადად მასაც არაერთხელ გამოუყენებია ინდივიდუალურ პრაქტიკაში.

"რასაც ჩვენ ვაკეთებთ არ არის ჩვენი მოგონილი. ჩვენ ვეყრდნობით მსოფლიოს ხუთი დიდი ინსტიტუციის რჩევებსა და რეკომენდაციებს. მათ შორის ჯანმოს, ამერიკის, ევროპისა და ჩინეთის დაავადებათა ცენტრების გაიდლაინებს. ხვალ გვაქვს გერმანიის რობერტ კოხის ინსტიტუტთან დისკუსია. ასე რომ ჩვენ ძალიან ბევრ რეკომენდაციას ვიღებთ და ვართ გამჭვირვალეები.

ამიტომ, ვთხოვ ყველას, ვისაც გაქვთ წინადადები, არ არის პრობლემა მოგვმართეთ, მობრძანდით და განვიხილოთ. თუ მეტყვით, რომ რომელიმე ეტაპზე არასწორი ნაბიჯები გადაიდგა, არ ვარ ის ადამიანი ვინც შენიშვნას არ მიიღებს და არ ეცდება გამოსწორებას. ძალიან ბევრი კარგი სივრცეა ცენტრის შენობაში დისკუსიისთვის. კინკლაობას სჯობს მობრძანდეთ, ყველა სწორი რეკომენდაცია იქნება გათვალისწინებული“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ის ასევე შეეხო იმ კრიტიკას, რომელიც ბოლო დღეების განმავლობაში, ინფქციური საავადმყოფოს ხელმძღვანელის თენგიზ ცერცვაძის მისამართით აგორდა.

"არ მინდოდა ამ საკითხს შევხებოდი, რადგან ჩვენი ცენტრის კომპეტენციას სცდება, მაგრამ როგორც ძველ კლინიცისტს მეც ბევრი შეხება მქონდა, როდესაც პაციენტებს ინდივიდუალურად ვმკურნალობდი და თან ჩემი ძირითადი სპეციალობა არის რესპირაციული დაავადებები. ძალიან ხშირად გამომიყენებია პლანქველინი 80-90-იან წლებში.

დღეს კლინიკური ჯგუფის ხელმძღვანელია ბატონი თენგიზ ცერცვაძე. ჩვენს ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე უფრო აღიარებული ექიმი კლინიცისტი. მეც ხშირად მივდივარ მასთან რეკომედნაციებისთვის. არ მინდა ამაზე საუბარი, თუმცა სწორედ პლანქველინით უმკურნალეს ჩემ შვილს და მაგიტომაც გამოჯანმრთელდა სწრაფად. ეს ახალი წამალი არ არის 40-50 წელია არსებობს და გამოცდილია ბევრი დაავადების დროს.

მივმართავ ჩემ ახალგაზრდა კოლეგებს მათ ვინც უცხოეთშია, ვაფასებ მათ განათლებას ამერიკულს თუ ბრიტანულს, რა სჯობს ამას, მაგრამ კიდევ არის სხვა რამ წლები, რომელიც ექიმობას მოაქვს. ამიტომ საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ექიმს ნუ შევეხებით ასე. ყველას საყურადღებოდ ვამბობ ამას, მას უზარმაზარი დამსახურება აქვს, მან შექმნა დარგები. ორ უზარმაზარ დარგს ჩაუდგა სათავეში და ახლაც ამ დიდი ბრძოლის შუა ცეცხლშია. ის ხელმძღვანელობს პროტოკოლით და მოდით დავანებოთ თავი ამ დისკუსიას.

ვიდისკუსიოთ იმაზე თუ რა ახალი წამლები იქმნება. სხვადასხვა პროტოკოლებით 10-15 დასახელებს წამალი გამოიყენება დღეს, თუმცა მყარი მტკიცებულებები ჯერ არ არის დაგროვილი. ამიტომაც გთხოვთ, გაიმართოს დისკუსიები პროფესიულ წრეებში და არა ტელევიზიებსა და ფქისბუქებში“, - დასძინა გამყრელძემ.

შეგახსენებთ, აშშ-ში მცხოვრებმა ქართველმა ექიმმა ზურაბ გურულმა რამდენიმე დღის წინ საქართველოში მოქმედი COVID-19-ის მკურნალობის პროტოკოლი და განსაკუთრებით პრეპარატ "პლაქვენილის" გამოყენება მკაცრად გააკრიტიკა და ამ კონტექსტში თენგიზ ცერცვაძის შესახებაც ისაუბრა. მას ცერცვაძე გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ "ბატონი გურული ტყუის და თან უსინდისოდ".

მესტიაში, სოფელ იდლიანთან, მთის ფერდობზე გაჩენილი ხანძრის ლოკალიზება ამ დრომდე ვერ ხერხდება

გამოცდების განრიგი და წესები, რომლებიც აბიტურიენტებმა უნდა გაითვალისწინონ - დღეს ერთიანი ეროვნული გამოცდები იწყება

მესტიაში, სოფელ იდლიანთან მთის ფერდობზე ხანძარია