ავტორი:

რა დაავადებების დამარცხება შეუძლია ბავშვის სარძევე კბილებიდან აღებულ უჯრედებს - პედიატრის პასუხი

რა დაავადებების დამარცხება შეუძლია ბავშვის სარძევე კბილებიდან აღებულ უჯრედებს - პედიატრის პასუხი

ჭიპლარის სისხლის ღეროვან უჯრედებს დაახლოებით 25 წელია მსოფლიოში სხვადასხვა დაავადების დასამარცხებლად იყენებენ. სპეციალისტები აცხადებენ, რომ ღეროვანი უჯრედების გამოყენება ზურგის ტვინისა და თავის ტვინის ტრავმების, შაქრიანი დიაბეტის, პარკინსონის, გულ-სისხლძარღვთა დაავადებების, ცერებლარული დამბლის, აუტიზმისა და სხვა დაავადებების შემთხვევებში ეფექტიანია.

2003 წელს მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ღეროვანი უჯრედები ახალშობილს ჭიპლარის გარდა დიდი ოდენობითა აქვს სარძევე კბილებშიც. ამ აღმოჩენას მსოფლიო სიხარულით შეხვდა, რადგან მშობლებს მიეცათ მეორე შანსი საკუთარი შვილების ჯანმრთელობა, ასე ვთქვათ, დაეზღვიათ. სარძევე კბილების ამ მიზნით გამოყენების პრაქტიკა საქართველოში არ არსებობს, თუმცა როგორც სპეციალისტები ამბობენ, მისი დანერგვა სავსებით შესაძლებელია.

ამ საკითხზე AMBEBI.GE პედიატრ ნატო ხატიაშვილს ესაუბრა

- გვიამბეთ ღეროვანი უჯრედების შენახვისა და ტრანსპლანტაციის პროცედურაზე...

- ეს არ არის მარტივი პროცედურა. ყველაზე ფართოდ გავცელებულია ახალშობილის ჭიპლარიდან აღებული სისხლის დამუშავება ღეროვანი უჯრედების მისაღებად. თუმცა არსებობს სხვა გზებიც. ლაბორატორიაში, სადაც ჭიპლარის სისხლს ამუშავებენ, სისხლი სამშობიაროდან სპეციალური კონტეინერით 24 საათის განამავლობაში უნდა მოხვდეს. დაახლოებით, 2 საათია საჭირო იმისთვის, რომ სისხლი დამუშავდეს და გაიფილტროს. ერთი საათის განმავლობაში კი ჭიპლარის ღეროვან უჯრედებს გაყინვისთვის ამზადებენ.

ოთახში, სადაც გაყინული ღეროვანი უჯრედები ინახება, შესაბამისი ტემპერატურაა. ახალშობილის მარკირებული უჯრედები თხევადი აზოტის საცავებში 196 გრადუსზე ინახება და მათი გამოყენება მის მფლობელს ცხოვრების ბოლომდე შეუძლია. უჯრედების გაყინვა -196 გრადუსამდე მაშინვე არ ხდება. ეს პროცესი სპეციალური დანადგარის მეშვეობით თანდათანობით მიმდინარეობს, ეს აუცილებელი პირობაა, სხვა შემთხვევაში უჯრედები მოკვდება. თუ პაციენტს უჯრედების გამოყენება დაჭირდება, გაყინული უჯრედები უნდა გაალღონ და საჭიროების შემთხვევაში გამოიყენონ ეს სისხლი.

- რაც შეეხება სარძევე კბილების დამუშავების პრაქტიკას ღეროვანი უჯრედების მიღების მიზნით, როგორია ეს პროცესი?

- საქართველოში გვაქვს ჭიპლარის სისხლის ბანკი და იქ ხდება ჭიპლარიდან აღებული სისხლის შენახვა-დამუშავება. ეს პრაქტიკა წარმატებით ხორციელდება წლებია. რაც შეეხება სარძევე კბილების გამოყენებას, ჩემი ინფორმაციით, ასეთი პრეცედენტი საქართველოში არ გვქონია. ამ აღმოჩენამ დამატებითი შესაძლებლობა მისცა ადამიანებს, ვინაც ვერ მოახერხა ახალშობილობის დროს ჭიპლარიდან სისხლის აღება, მოზრდილობის ასაკში გააკეთონ ეს.

მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ღეროვანი უჯრედები სარძევე კბილებშიც არსებობს, თანაც საკმაოდ დიდი რაოდენობით. თითო კბილში 2000. თუმცა ეს მაჩვენებელი მაინც ჩამოუვარდება ჭიპლარში არსებულს. ჭიპლარის სისხლი უფრო ეფექტურია. პროცედურა ასეთია: კბილის პულპიდან ხდება მასალის აღება. შემდეგ უკვე ხდება ნეორონების და იმ ორგანოს აქტივობის აღდგენა, რომელიც დაზიანებულია. არის ერთი სირთულე, 48 საათი აუცილებლად უნდა იყოს გაყინული ეს ბიოლოგიური მასალა და რაც მთავარია, სარძევე კბილის ამოღება სტომატოლოგიურ კლინიკაში უნდა მოხდეს. ბავშვს აქვს 20 სარძევე კბილი, რომელთა შეცვლაც ხდება მაქიმუმ 9 წლის ასაკამდე. ამ ასაკამდე არის შესაძლებელი ამ პროცედურის ჩატარება.

- ხდება თუ არა დაავადების პრევენციისთვის ღეროვანი უჯრედების გამოყენება და კურნავს თუ არა იგი სიმსივნისგან?

- პრევენციისთვის არ გამოიყენება ღეროვანი უჯრედები. მას აქვს მკურნალობის დანიშნულება და ახერხებს დაზიანებული ორგანოების აღდგენას, გამოჯანმრთელებას.

კვლევებმა დაადგინა, რომ კურნავს ლიმფომას, ლეიკემიას, შაქრიან დიაბეტს და სხვა გავრცელებულ რთულ დაავადებებს, მაგრამ მთლიანად ნებისმიერ სიმსივნურ პროცესებს რომ ამარცხებდეს, არ მგონია და ამის შესახებ ცნობებიც არ არის.

როგორც ცნობილია, მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებში, კომერციულის გარდა, ჭიპლარის სისხლის ღეროვანი უჯრედების სახელმწიფო ბანკებიც არსებობს. საზოგადოებრივ ბანკს შეუძლია მიმართოს ნებისმიერმა ადამიანმა, რომელსაც ჭიპლარის სისხლი დასჭირდება. მაგრამ პრობლემა ისაა, რომ შესაფერისი სისხლის შოვნა ძალიან რთულია. საქართველოში არსებობს ჭიპლარის სისხლის მხოლოდ კომერციულ ბანკი - “ჯეოქორდი", სადაც ჭიპლარის სისხლის შეგროვების, დამუშავების, ტესტირებისა და პირველი წლის განმავლობაში მისი კრიოგენული შენახვის ღირებულება 780 ევროს შეადგენს. ყოველი შემდეგი წელი კი 100 ევრო ჯდება.

საქართველოში კორონავირუსისგან 139 ადამიანი გამოჯანმრთელდა

"ერთი კოვზით ზიარებას არ შევწყვეტთ... ჟურ­ნა­ლის­ტე­ბო, ექი­მე­ბო, პო­ლი­ტი­კო­სე­ბო შეეშვით ზიარების საიდუმლოს!" - დეკანოზი შალვა კეკელია

"კეთილი და ერთგული ადამიანი მოგვტაცა კორონამ..." - მოსკოვში COVID-19-ით ქართველი მამაკაცი გარდაიცვალა