ავტორი:

"გეგმაშია, რომ იქითა კვირის ბოლოს დღეში 1500 ტესტზე ავიდეთ" - ამირან გამყრელიძე აგრესიულ ტესტირებაზე

"გეგმაშია, რომ იქითა კვირის ბოლოს დღეში 1500 ტესტზე ავიდეთ" - ამირან გამყრელიძე აგრესიულ ტესტირებაზე

ქვეყნაში გაფართოებული ტესტირება ერთი კვირის წინ დაიწყო და ის ყოველდღიურ რეჟიმში ფართოვდება. გეგმაში გვაქვს, რომ იქითა კვირის ბოლოს, დღეში 1500 ტესტზე ავიდეთ და შემდეგ უკვე, მაისის შუა რიცხვებში შეიძლება, 2000-ზეც გვქონდეს საუბარი, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისივე განმარტებით, სიმართლეს არ შეესაბამება მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ სხვა ქვეყნებთან შედარებით, მცირე სტატისტიკა იმის გამო გვაქვს, რომ ტესტირება სათანადო რაოდენობით არ ტარდება.

"ეს ნამდვილად არასწორია, ჩვენი ქვეყანა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის და ამერიკის დაავადებათა კონტროლის განსზღვრებას მიჰყვება, ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ მიზანდასახულად ვტესტავთ იმ ჯგუფებს, ვინც ამას ექვემდებარება. ყველა შესაძლო შემთხვევა ქვეყანაში იტესტება. ჩვენთან მიზანდასახული ტესტირება ტარდება. წარმატებული ქვეყნები, სადაც ფართომასშტაბიანი ეპიდემიაა, ეყრდნობიან ე.წ. ოქროს სტანდარტს, ანუ PCR ტესტირებას, თუმცა, ჩვენი ალგორითმის მიხედვით, საჭიროა, იყოს როგორც ანტისხეულებზე, ასევე ანტიგენზე დამყარებული სწრაფი ტესტებიც, მაგრამ გადამოწმება ყოველთვის ამ PCR ტექნოლოგიებით ხდება. ჩვენ ქვეყანაში ყველა შესაძლო შემთხვევა იტესტება და იტესტებოდა PCr ტექნოლოგიებით.

სიტყვა აგრესიულს არ ვიყენებ, გაფართოეულ ტესტირებას ვამბობ - რეკომენდაციაა, რომ ყველა ქვეყანაში, რომელიც გარკვეულწილად მოჭერით, საკარანტინო ღონისძიებებს არბილებს და იცით, რომ ეს საქართველომაც დაიწყო, ძალიან მნიშვნელოვანია პარალელურად ორი მიმართულება იყოს. ერთი - PCR ტექნოლოგიებით ტესტირება გაფართოვდეს, ანუ მეტი მოსახლეობა მოვიცვათ და მეტი ე.წ. შესაძლო შემთხვევები, მეტი რისკჯგუფები გამოვავლინოთ და მეორე, ჯანდაცვის სისტემა მზადყოფნაში იყოს, რომ ყველა გამოვლენილ შემთხვევას დროულად უმკურნალონ“, - განაცხადა გამყრელიძემ.

მისივე განმარტებით, გუშინ დაახლოებით, 920 გამოკვლევა ჩატარდა.

„ტესტირების სერიოზული გაფართოება ბოლო ერთი კვირაა დავიწყეთ, ანუ ყოველდღიურად ვუმატებთ ყოველდღიური ტესტირებების რაოდენობას. თავიდან, თუ ტესტირება 3 ლაბორატორიაში ტარდებოდა, მერე 2 დავამატეთ. გუშინწინ, გუშინ კიდევ 5 დავამატეთ. თუმცა, ჯერჯერობით მაინც ძირითადი დაწოლა დაავადებათა კონტროლის ცენტრის ამ ლაბორატორიაზეა. ახლა უკვე 10 ლაბორატორია გვაქვს და თუ არ ვცდები, გუშინ, მაქსიმუმი გვქონდა - 920 გამოკვლევა ჩატარდა, მაგრამ იმის წინა დღეს 750-800-მდე იყო, იმის წინა დღეს 700, ანუ ბოლო ერთი კვირაა PCR ტექნოლოგიებით გამოკვლევა ფართოვდება. განსაკუთრებული აქცენტი მაღალი რისკის ჯგუფზე - ჩემ კოლეგებზე გავაკეთეთ, რადგან 30-მდე სამედიცინო პერსონალი დაგვიზიანდა“, - განაცხადა გამყრელიძემ.

შეგახსენებთ, რომ ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 25-ით გაიზარდა და 456 შეადგინა, რასაც თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი მარინა ეზუგბაია „დიდი რაოდენობით“ ჩატარებულ აგრესიულ ტესტირებას უკავშირებს. აღნიშნული განცხადების კონტექსტში ოპოზიცია ფიქრობს, რომ ხელისუფლება დაინფიცირებულთა რეალურ შედეგებს მალავს.

"ანამნეზში იყო გულის უკმარისობა, მოციმციმე არითმია" - ლევან რატიანი Covid-19-ით გარდაცვლილი 83 წლის პაციენტის შესახებ

"ტელეფონით საუბრის დროსაც კი იარეთ" - როგორ შევინარჩუნოთ ფიზიკური აქტივობა თვითიზოლაციისას და რა ვარჯიშებს გვირჩევს ჯანმო

ეკა დემეტრაძის ახალი ცხოვრება - მსახიობი "ჩემი ცოლის დაქალებში" ნაპოვნ სიყვარულთან ერთად (ფოტო)