"გამარჯობა სიცოცხლე... ცრემლები მომდის ამას რომ ვწერ, მე გამოვიარე ჩუმი სიკვდილი" - რას წერს ქართველი ქალი, რომელმაც კორონავირუსი დაამარცხა

"გამარჯობა სიცოცხლე... ცრემლები მომდის ამას რომ ვწერ, მე გამოვიარე ჩუმი სიკვდილი" - რას წერს ქართველი ქალი, რომელმაც კორონავირუსი დაამარცხა

50 წლის ქართველი ქალბატონი, რომელმაც კორონავირუსი დაამარცხა, ქართველ ექიმებს მადლობას უხდის. რუსუდან გვანცელაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ ვირუსმა "ჩუმი სიკვდილი გამოატარა".

"გამარჯობა სიცოცხლე, გამარჯობა ჩემო მეგობრებო... ცრემლები მომდის ამას რომ ვწერ. 5 აპრილიდან 25 აპრილის ჩათვლით მე გამოვიარე ჩუმი სიკვდილი - ასე დავარქვი.

უდიდესი მადლობა მინდა ვუთხრა ჩემი ოჯახის გადამრჩენელს პირველ საუნივერსიტეტო კლინიკის პროფესორს ბატონ ლევან რატიანს, პროფესორ კახაბერ ჭელიძეს მთელი კლინიკის მედ პერსონას ასეთი სიკვდილ სიცოცხლესთან ჭიდილში, მადლობა ჩემს სულიერ მამაო სერაფიმეს, ჩემს მეგობრებს, ნათესავებს მეზობლებს...

მთელ თბილისს, მსოფლიოს, ვინც გვერდში მედგა ამ საშინელი ჩუმი სიკვდილის ვირუთან ბრძოლისას" - წერს გვანცელაძე.

ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსისგან 139 ადამიანია გამოჯანმრთელებული. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge არის განთავსებული. კარანტინის რეჟიმშია 4904 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 579 პირი.

ინფორმაციისთვის, საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირების 456 შემთხვევაა დადასტურებული. აქედან 139 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 5 გარდაიცვალა. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

"ვიყავი უსიმპტომო... 3 დღეში ვირუსი ჩემგან გადაედო 6 თანამშრომელს, ჩემს შვილს და დედამთილს" - რას წერს ექთანი, რომელმავ 30-დღიანი ბრძოლის შემდეგ კორონავირუსი დაამარცხა

"ცენტრის თითოეული კუთხე-კუნჭული უყვარს, უყვარს ბალახის თითოეული ღერიც კი..." - პაატა იმნაძე სამსახურის ეზოში

"მაისის თოვლი ვარდების ნაცვლად..." - ფოტო სვანეთიდან