ავტორი:

ვმადლობთ უფალს, რომ გვაძლევს წირვა-ლოცვის საშუალებას, სხვაგან არ არის ამისი საშუალება - რაზე იქადაგა დღეს პატრიარქმა

ვმადლობთ უფალს, რომ გვაძლევს წირვა-ლოცვის საშუალებას, სხვაგან არ არის ამისი საშუალება - რაზე იქადაგა დღეს პატრიარქმა

ჩვენ ვცხოვრობთ ურთულეს დროს, როცა ეკლესია არის დიდ გასაჭირში, მაგრამ ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ მოერევიან მას , - ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში წირვის დასრულების შემდეგ ბრძანა.

პატრიარქმა მრევლს კვირაცხოვლობა მიულოცა და დღესასწაულის შესახებ ისაუბრა.

„ეს არის უდიდესი დღესასწაული. მრავალი ტაძარი იყო აშენებული კვირაცხოვლობის სახელზე, ერთი მათგანი მთიულეთშია, კობაიძეების სამფლობელოში, ჩირიხში. ვულოცავ კობაიძეებს ტაძრის დღესასწაულს.

უფალი ჩვენი იესო ქრისტე ბრძანებს „აღვაშენო ეკლესიაი ჩემი და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდენ მას“. ჩვენ ვცხოვრობთ ურთულეს დროს, როცა ეკლესია არის დიდ გასაჭირში, მაგრამ ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ მოერევიან მას. დღეს იყო აქ წაკითხული სახარება უფალი ჩვენი იესო ქრისტე შევიდა მოციქულებთან კარდახშულთა, ე.ი. კარი დაკეტილი იყო და იმ დაკეტილი კარით შევიდა მაცხოვარი და უთხრა „მშვიდობა თქვენთანა, მიიღეთ სულიწმინდა“. უფალი ჩვენც მოგვმართავს, მიიღეთ სული წმინდა. მზად უნდა ვიყოთ სულიწმინდის მისაღებად. არ იყო თომა მოციქული მათთანა და როცა თომა მოვიდა, მოწაფეებმა უთხრეს, ვიხილეთ ჩვენ უფალი და უამბეს ყველაფერი; და თომამ უთხა: „უკეთუ არა ვიხილავ სამსჭვალთა, არა დავსდებ ხელსა ჩემსა სამსჭვალსა ზედა ხელისა მისისა და გვერდსა მისსა, არა მრწმენეს“. სინამდვილეში თომა მოციქულს სწამდა, რომ მაცხოვარი ნამდვილად გამოეცხადა, მაგრამ გული შესტკიოდა იმიტომ, რომ ის არ იყო მოციქულებთან და ამით, ამ სიტყვებით აიძულებდა უფალს მეც გამომეცხადეო. 8 დღის შემდეგ გამოეცხადა. ისევ შევიდა კარდახშულთა და გამოეცხადა უფალი. პირდაპირ მიმართა თომას: „აჰა, დასდევ ხელი შენი გვედსა ჩემსა და ნუ იყოფი ურწმუნო, არამედ გწამდეს!“ დიდება შენდა უფალო, მადლობა შენდა უფალო. ჩვენ ვცხოვრობთ ისეთ დროს, როცა უფალი ახლოსაა ჩვენთან, უფალი ჩვენთანაა და ჩვენ მადლობას ვწირავთ უფალს. წყალობა ღვთისა და სასუფეველი ცათა და ზიარება სულისა წმიდისა ჩვენთანაა“, - ბრძანა პატრიარქმა.

მინდა დავლოცო ჩვენი ხელისუფლება, ჩვენი სამღვდელოება, ჩვენი ხალხი. ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ უფალი ჩვენთან იყოს, - როგორც პატრიარქმა აღნიშნა, სხვაგან ამისი საშუალება არ არის.

„ჩვენ ვმადლობთ უფალს, რომ უფალი გვაძლევს ჩვენ საშუალებას წირვა-ლოცვისა. მე მინდა დავლოცო ჩვენი ხელისუფლება, ჩვენი სამღვდელოება, ჩვენი ხალხი. ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ უფალი ჩვენთან იყოს. სხვაგან არ არის ამისი საშუალება. კიდევ მნიშვნელოვანი არის იმით კვირაცხოვლობა, რომ კვირაცხოვლობის დღეს მსოფლიო პატრიარქმა გადმოგვცა ჩვენ სიგელი, რომ ის ცნობს საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიას. მე მინდა მადლობა შევსწირო უფალს და მსოფლიო პატრიარქს, კონსტანტინეპოლის ეკლესიას ამ დიდი წყალობისათვის. ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ, კვირაცხოვლობის მადლი შეგეწიოთ. თქვენ დაგირიგდებათ არტოსი, ეს წმინდა პური და გაუფრთხილდით, წლის განმავლობაში უნდა მიიღოთ“, - განაცხადა პატრიარქმა

გურჯაანში ქვეითს ავტომობილი დაეჯახა და ადგილზე გარდაიცვალა

დიდ დიღომში ერთ-ერთი საწყობის ეზოში ხანძარი გაჩნდა

"კომენტარებს ვაწყდები, თითქოს უამრავი დაავადება ჰქონდა და კორონა არ არსებობს, უტიფრები ხართ" - რას წერს COVID-19-ით გარდაცვლილი მე-14 პაციენტის შვილი