ავტორი:

"როგორ ვიფიქრებდი, ჩემი ქმრის და დედამთილის მკვლელი, ასე ახლოს, მეზობლად დაიმალებოდა" - ყანდაურას მკვლელობის უცნობი დეტალები

"როგორ ვიფიქრებდი, ჩემი ქმრის და დედამთილის მკვლელი, ასე ახლოს, მეზობლად დაიმალებოდა" - ყანდაურას მკვლელობის უცნობი დეტალები

სამართალდამცავებმა სოფელ ყანდაურაში მომხდარი შემზარავი მკვლელობის საქმეზე ძებნილი სპეცრაზმელი, 57 წლის ნოდარ გამყრელიძე დააკავეს. როგორც გაირკვა, იგი სწორედ იმ სახლში დაპატიმრეს, სადაც ერთი წლის წინ საშინელი ტრაგედია დატრიალდა. ნოდარ გამყრელიძეს ერთი წელია სამართალდამცავები ეძებენ. ყანადურაში დაბრუნებამდე სად იმალებოდა ძებნილი, ჯერჯერობით არ არის ცნობილი, ამაზე არც ბრალდებულის ადვოკატი საუბრობს. ერთი ფაქტია, მას საქართველოს საზღვარი არ გადაუკვეთია, თორემ უკან აღარ დაბრუნდებოდა.

ნოდარ გამყრელიძეს ამ ეტაპზე დამამძიმებელ გარემოებაში ოჯახის წევრის - დედის განზრახ მკვლელობაში ედება ბრალი და ეს მუხლი 13-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, თუმცა, სავარაუდოდ, მას ბრალი დაუმძიმდება.

შეგახსენებთ, უმძიმესი ტრაგედია 2019 წლის 3 მაისს, ყანდაურაში, გამყრელიძეების სახლში მოხდა, სადაც ერთ დღეს დახოცეს: ბრალდებულის ძმა დათო, მისი ცოლი ლელა სოზონიშვილი, ბიცოლა მზია მეზვრიშვილი და მისი ვაჟი შავლეგ გამყრელიძე. ასევ დაჭრეს დედა ელზა ტაველიშვილი, რომელიც მოგვიანებით, საავადმყოფოში გარდაიცვალა.

იმ დილით, 8 საათზე მეზობლებმა გაიგეს, რომ ომარ გამყრელიძის ცოლი ელზა, ანუ ბრალდებულის დედა შეუძლოდ იყო. პირველი, ვინც გამყრელიძეების სახლში შევიდა, მკვლელობაში ბრალდებულის ბიძა ფრიდონ გამყრელიძე იყო:

"იმ დილით ელზას რძალმა, ლელამ გადმოსძახა ჩემს მეუღლეს, ჩემი დედამთილი არის ცუდად და მიშველეთო. პირველი მე შევედი მათ სახლში. დერეფანში სისხლის კვალი იყო. იმ საძინებელ ოთახში არ შემიხედია, სადაც ელზა იწვა, რაღაც ჰქონდა ჩამოფარებული ოთახს. ომარი სკამზე იჯდა იქვე და რაღაცას თავისთვის ბუტბუტებდა. ლელას ვუთხარი, - წნევა გაუზომე და სასწრაფოც მოვა-მეთქი, მითხრა უკვე გამოძახებული მყავს სასწრაფო და ალბათ 5-10 წუთში მოვაო. დავამატე, - თან ეს სისხლიც მოწმინდე-მეთქი, მეგონა, სისხლი ცხვირიდან წასკდა. არ გავჩერებულვარ, უკან გამოვბრუნდი. ჩემი ცოლი შემხვდა გზაში, მკითხა, - რა ხდებაო, - ცუდად გამხდარა ელზა, სასწრაფო გამოუძახიათ და მიხედავენ-მეთქი. მერე ჩემი ბიჭი, შავლეგო შემხვდა, იმანაც იგივე მკითხა, იგივე ვუპასუხე, მითხრა, - დავხედავ და წამოვალო... როგორც კი გამოვედი ეზოდან, უცებ მომესმა სროლის ხმა, რომ შევტრიალდი ჩემი ბიჭი მიწაზე იწვა, მას ომარას ბიჭი, დათო მიუახლოვდა, წამებიც არ გასულა, კიდევ ერთი გასროლა გაისმა და დათოც დაეცა. ჩემი მეუღლე ოთახში იყო შესული, - შვილო, რა მოგივიდაო, ამ ძახილით გამოვარდა გარეთ, შვილს მიუახლოვდა და მასაც ესროლეს. გამოვიქეცი მეზობლების დასაძახებლად. თან რძლის - ლელას კივილი მესმოდა, მერე კიდევ რამდენიმე გასროლა და ლელას ხმაც შეწყდა", - ასე იხსენებს იმ უმძიმეს წუთებს ფრიდონ გამყრელიძე, რომელსაც ცოლი და შვილი მოუკლეს.

პოლიციამ თავდაპირველად მოხუცი ომარ გამყრელიძე დააკავა, მას წაუყენეს ბრალი 4 ადამიანის მკვლელობაში. იმის მიუხედავად, რომ მოხუცი ირწმუნებოდა, - უდანაშაულო ვარო, წინასწარ პატიმრობა შეუფარდეს.

"ჩემს დედაკაცს როგორ მოვკლავდი? ჩემს შვილს. ჩემს რძალს მოვკლავდი? მოვიდა პოლიცია დამაკავა და დამადეს ხელბორკილები, წამათრიეს და ციხეში შემაგდეს და მთხოვდნენ მეღიარებინა დანაშაული... რატომ დამიჭირეს? , - თქვა სასამართლოზე მოხუცმა, რომელსაც წაყენებული ბრალდებები საბოლოოდ მოეხსნა და განზრახ მკვლელობის თანამონაწილეობაში დასდეს ბრალი. ომარ გამყრელიძე პატიმრობიდან გამოუშვეს 2000-ლარიანი გირაოთი. როგორც შევიტყვეთ, ის მას შემდეგ თბილისში, ამჟამად ბრალდებული შვილის, ნოდარ გამყრელიძის ბინაში ცხოვრობს. ისიც ცნობილია, რომ დაკავებული იყო ნოდარ გამყრელიძის ვაჟი, უმცროსი ომარ გამყრელიძეც. მას იარაღის უკანონო - შეძენა - შენახვას ედავებოდნენ. გასული წლის ნოემბერში პატიმრობიდან ისიც გათავისუფლდა.

გავრცელებული ინფორმაციით, უმცროსი ომარ გამყრელიძის ჩვენებით დაადგინდა, რომ მამამისი ნოდარ გამყრელიძე იმ დღეებში თბილისიდან კახეთში ჩავიდა. ის ამბობდა, რომ თბილისიდან მამასთან ერთად წამოვიდა, თუმცა მამა ბადიაურამდე მიიყვანა, რომელიც დაემშვიდობა შვილს და უთხრა, რომ რუსეთში მიდიოდა. ორი დღის შემდეგ კი ეს მკვლელობები მოხდა.

ექსპერტიზით დადგენილია, საქმეში ფიგურირებს "გეკო" და ავტომატი. "გეკოთია" მოკლული ელზა ტაველიშვილი, ხოლო დანარჩენი 4 ადამიანი - ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით.

ერთი წელი გავიდა ამ შემზარავი დანაშაულიდან, მაგრამ ამ საქმეზე ბევრი კითხვა დღემდე პასუხგაუცემელია. რაც მთავარია, არ არის მთავარ კითხვაზე პასუხი, რატომ უნდა მოეკლა ნოდარ გამყრელიძეს 5 ადამიანი. როგორც ბრალდებულის ადვოკატი გიორგი ქართველიშვილი ამბობს, ბრალდებული გამყრელიძე დედის მკვლელობას არ აღიარებს.

ადვოკატი გიორგი ქართველიშვილი:- ნოდარი სახლიდან აიყვანეს, ის არ აღიარებს ბრალს, მას მხოლოდ დედის მკვლელობაში ედება ბრალი. ასევე ედავებიან იარაღის შენახვას და ასაფეთქებელი ნივთიერების შენახვა-ტარებას. რადგან იძებნებოდა დაუსწრებლად ჰქონდა შეფარდებული პატიმრობა და ამიტომ პირდაპირ გლდანის ციხეში გადაიყვანეს. ამჟამად იქ იმყოფება. სხვა პირების განზრახ მკვლელობისთვის ბრალი მისთვის ჯერ არავის წარუდგენია. სახლიდან ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღები, კერძოდ, ავტომატი და "გეკო", ეს არის თუ არა დანაშაულის იარაღები, ექსპერტიზით გაირკვევა. საქმეში აქამდეც ფიგურირებდა "გეკო", ამ იარაღიდან გასროლით იყო მოკლული ბრალდებულის დედა. საქმის სხვა დეტალებზე ვერ ვისაუბრებ. სასამართლოზე გამოჩნდება ყველაფერი. დიდხანს ვესაუბრე ბრალდებულს, მან მითხრა საერთოდ არაფერი გაახმაუროო. ის უარყოფს მკვლელობას. წაიკითხეთ სრულად

"შემთხვევის ადგილიდან 7 ტყვია ამოიღეს" - რას ამბობენ ადგილობრივები მონასტრის წინამძღვარზე, რომელიც განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის დააკავეს

თბილისის საპატრულო პოლიციას ახალი უფროსი ჰყავს

მახინჯაურში, თამარ მეფის გამზირზე სპეცოპერაცია მიმდინარეობს