ავტორი:

"ვარსკვლავების მატარებელი“ თბილისის ცაზე - starlink-ის თანამგზავრები საქართველოშიც გამოჩდნენ

"ვარსკვლავების მატარებელი“ თბილისის ცაზე - starlink-ის თანამგზავრები საქართველოშიც გამოჩდნენ

თბილისელებმა ცაზე მოძრავი "ვარსკვლავების მატარებელი" შენიშნეს. საზოგადოებაში ამან გაურკვევლობა გამოიწვია. ნაწილმა იფიქრა, რომ ცაზე უცხოპლანეტელებმა გადაიფრინეს, ზოგს ვერსიაც არ ჰქონდა, თუ რა შეიძლებოდა ყოფილიყო ეს. "ფეისბუქში“ აღნიშნული ფაქტის ამსახველი ფოტოებიც გავრცელდა.

ეს ერთი შეხედვით უჩვეულო მოძრავი ნათებები სინამდვილეში Space X-ის თანამგზავრებია. როგორც ცნობილია, ცაზე მოძრავი "მატარებელი“ 60 თანამგზავრისგან შედგება, რომელიც დედამიწის გარშემო გადაადგილდება. თანამგზავრები ილონ მასკის იდეის - მსოფლიო ინტერნეტის შექმნის ნაწილია. თანამგზავრები მასკმა ჯერ კიდევ გასულ წელს გაუშვა.

კომპანია spaceX საბოლოო ჯამში 12 ათასი ამგვარი თანამგზავრის გაშვებას აპირებს. თანამგზავრები სატელეკომუნიკაციო დანიშნულებისაა. ილონ მასკი ამბობს, რომ თანამგზავრული მსოფლიო ინტერნეტის სრულყოფილად შექმნას დაახლოებით 10 წელი დასჭირდება და ეს მხოლოდ დასაწყისია.

ილონ მასკის მიზანია თანამგზავრების საშუალებით ინტერნეტთან წვდომის საშუალება დედამიწის ნებისმიერ წერტილში მცხოვრებ ადამიანს ჰქონდეს.

ნახეთ ვიდეო, სადაც თანამგზავრების მოძრაობა ჩანს. (შენიშვნა: მოცემული ვიდეო საქართველოში არ არის გადაღებული)

<iframe width="560" height="315" src="https://www.youtube.com/embed/l58nWIvyYs0" frameborder="0" allow="accelerometer; autoplay; encrypted-media; gyroscope; picture-in-picture" allowfullscreen></iframe>

ივლისის ფინანსური და სასიყვარულო ჰოროსკოპი ზოდიაქოს ნიშნებისთვის - რა პროგნოზებს აკეთებენ ასტროლოგები

როგორ გადაიღო ცნობილმა რუსმა ფოტოგრაფმა დავით ყიფიანის გენიალური კადრი - "5 წლის შემდეგ, იმ დღეს პირველად დადგა მოედანზე ფეხი..."

დღის ფოტო: ბათუმში მილიონ ყვავილს რგავენ