ავტორი:

"ციხიდან რომ გამოვედი, ერთ-ერთი პირველი ვისაც დავურეკე, ლევან ბერძენიშვილი იყო...მანაც მაპატია და მეც ვაპატიე" - ვანო მერაბიშვილი

"ციხიდან რომ გამოვედი, ერთ-ერთი პირველი ვისაც დავურეკე, ლევან ბერძენიშვილი იყო...მანაც მაპატია და მეც ვაპატიე" - ვანო მერაბიშვილი

მე რომ ციხიდან გამოვედი, ერთ-ერთი პირველი, ვისაც დავურეკე ლევან ბერძენიშვილი იყო , - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, შს მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა განაცხადა.

ვანო მერაბიშვილმა 7 ნოემბერთან დაკავშირებით საუბრისას ლევან ბერძენიშვილი გაიხსენა და აღნიშნა, რომ ციხიდან გამოსვლის შემდეგ მასთან სატელეფონო კომუნიკაცია ჰქონდა და ერთმანეთს გაუგეს.

"მე რომ ციხიდან გამოვედი, ერთ-ერთი პირველი, ვისაც დავურეკე ლევან ბერძენიშვილი იყო, რადგანაც მასთან საუბარი მინდოდა. მას დიდი ხანია ვიცნობ და ვიცი, რომ ის იყო პოლიტპატიმარი.

ასე ვთქვათ, ახალმა პოლიტპატიმარმა ძველ პოლიტპატიმარს დავურეკე და გავცვალეთ აზრები. ძალიან გამიხარდა, რომ ჩვენ ერთამანეთს გავუგეთ, მანაც მაპატია ის, რაც უნდა ეპატიებინა და მეც ვაპატიე, რადგან პოლიტპატიმარი გავხდი მისი ხელისუფლებაში ყოფნის დროს“ , - განაცხადა ვანო მერაბიშვილმა, ტელეკომპანია „მთავარის“ ეთერში.

ირაკლი კობახიძე - "გიგა ბოკერია არის ნომერ პირველი გოიმი"

"ვანო მერაბიშვილის "ნაციონალურ მოძრაობაში" გაწევრიანებაზე საუბარი არ ყოფილა" - რას ამბობენ პარტიაში?

საგანგებო მდგომარეობა და "კომენდანტის საათი" 22 მაისის შემდეგ აღარ გაგრძელდება