ავტორი:

"2 წლამდე ბავშვებისთვის ნიღაბი არ არის რეკომენდებული" - ხათუნა ზახაშვილის რჩევები ნიღბის სწორად გამოყენებისთვის

"2 წლამდე ბავშვებისთვის ნიღაბი არ არის რეკომენდებული" - ხათუნა ზახაშვილის რჩევები ნიღბის სწორად გამოყენებისთვის

დაავადებათა კონტროლის ცეტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ხათუნა ზახაშვილის განცხადებით, უმჯობესია ნიღაბი დაავადებულმა ადამიანმა გამოიყენოს, რადგან ამ დროს 75%-ით მცირდება ჯანმრთელ ადამიანზე დაავადების გამომწვევის გადაცემის რისკი, მათ შორის, Covid-19-ის.

"თუ ნიღაბს იყენებს ჯანმრთელი ადამიანი და დაავადებულს არ უკეთია ის, მაშინ დაავადების მიღების რისკი შემცირებულია, დაახლოებით, ნახევარჯერ, ხოლო თუ იყენებს ორივე, რისკი, რომ დაავადებულმა გადასცეს და ჯანმრთელმა მიიღოს, Covid-ის გამომწვევი, არის მინიმალური.

ძალიან გთხოვთ ყველას, რომ ნიღბის გამოყენებისას აუცილებლად წინასწარ დაიბანოთ ხელები, სახეზე გაიკეთეთ ნიღაბი სუფთა ხელებით, ცხვირის მოსარგები არე კარგად მოირგეთ, რომ ნიღაბი არ ცურავდეს ცხვირიდან, ის აუცილებლად უნდა ფარავდეს ცხვირს და პირს ერთდროულად და ხშირად ნუ შეეხებით ნიღაბს ხელით. ნიღაბზე გარედან შეხება გაგიზრდით ხელების დაბინძურების რისკს, რითაც შეიძლება საფრთხეები გაზარდოთ და მიიღოთ არასასურველი შედეგი,“ - განაცხადა ხათუნა ზახაშვილმა.

ამასთანავე, მისი თქმით, ნიღაბი 2-3 საათში ერთხელ უნდა გამოვცვალოთ და განსაკუთრებით მაშინ, თუ ის ინესტება. ხათუნა ზახაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ 2 წლამდე ბავშვებისთვის ნიღბის ტარება სასურველი არ არის.

"ნიღაბი უნდა გამოიცვალოს 2-3 საათში ერთხელ აუცილებლად და მაშინ თუ ის ინესტება. გამოიყენეთ ნიღაბი იქ, სადაც ხვდებით ადამიანებს, სადაც არის მასიური თავშეყრის ადგილები.

რაც შეეხებათ ბავშვებს, ზოგადად 2 წლამდე ასაკში ნიღბის გამოყენება არ არის რეკომენდებული და შესაბამისად, ამ ასაკის ბავშვების მშობლები უფრო მეტად გამეცადინებულები უნდა იყვნენ და ყურადღებით, რომ მათი შვილები არ მოხვდნენ ისეთ არეალში და ისეთ დისტანციაზე სხვა ადამიანებთან, როდესაც შეიძლება საფრთხეები შეექმნათ მათ ჯანმრთელობას" - განაცხადა ხათუნა ზახაშვილმა.

საქართველოში კორონავირუსისგან უკვე 215 ადამიანი გამოჯანმრთელდა

უცხოეთიდან საქართველოში კიდევ 89 მოქალაქე დაბრუნდა - საკარანტინო სივრცეებში სულ 5018 ადამიანია

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 589-მდე გაიზარდა