ავტორი:

"ბავშვი თურქეთში უნდა გადაიყვანონ რეანომობილით, რაც 9 500 ლარი ღირს..." - 4 წლის ემილის, რომელიც ლეიკემიას ებრძვის, საზოგადოების დახმარება სჭირდება

"ბავშვი თურქეთში უნდა გადაიყვანონ რეანომობილით, რაც 9 500 ლარი ღირს..." - 4 წლის ემილის, რომელიც ლეიკემიას ებრძვის, საზოგადოების დახმარება სჭირდება

4 წლის ემილი ხიზამბარელს, რომელსაც ლეიკემიის მწვავე ფორმა დაუდგინდა, დახმარება ესაჭიროება. გოგონა ამჟამად იაშვილის კლინიკაშია მოთავსებული, თუმცა სასწრაფოდ ესაჭიროება თურქეთში გადაყვანა, რაც დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული. დახმარების თხოვნით საზოგადოებას ბავშვის ნათლია, ნათი გაბოძე მიმართავს:

"ჩემს ემილის, ჩემს სისხლსა და ხორცს და ჩემს ნათლულს 4 წლის ემილის სჭირდება ჩვენი დახმარება, ძალიან გთხოვთ, სიტყვები არ მყოფნის რომ გადმოვცე რასაც ვგრძნობ.

4 წლის ემილი ხიზამბარელს დაუდგინდა მწვავე ლეიკემია, ის ამჟამად იმყოფება იაშვილის კლინიკაში, ემილის ესაჭიროება თურქეთში გადაყვანა, დღევანდელი ვითარების გამო, ფრენები არ არის ამიტომ ბავშვი უნდა გადაიყვანონ რეანომობილით, რაც 9 500 ლარს შეადგენს და მკურნალობა ცალკე ძალიან დიდ თანხებს მოითხოვს.

გთხოვთ, რითაც შეგიძლიათ დავეხმაროთ, ზუსტად რა თანხა დაჯდება ჯერჯერობით უცნობია...

საბანკო რეკვიზიტები:

🔘საქართველოს ბანკი

#GE13BG0000000161828101

🔘თიბისი ბანკი:

#GE71TB7688145063600004

მიმღები: მარინე ბერიაშვილი, ემილის ბებია