ავტორი:

ჩერნობილის ტრაგედია და ქართველი ფეხბურთელი, რომელმაც ორი უკრაინული ოჯახი გადაარჩინა

ჩერნობილის ტრაგედია და ქართველი ფეხბურთელი, რომელმაც ორი უკრაინული ოჯახი გადაარჩინა

1986 წლის 27 აპრილს, კიევის „დინამომ“ და მოსკოვის „სპარტაკმა“ სსრკ-ის ჩემპიონატის მე-7 ტურის მატჩი ჩაატარეს - მატჩი კიეველებმა 2:1 მოიგეს.

...მაგრამ შედეგი ამ დღეს ნაკლებად მნიშვნელოვანი იყო. უფრო მნიშვნელოვანი იყო, რაც იმ მატჩის მონაწილეებმა არც იცოდნენ: მათ მე-20 საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი ტრაგედიის ეპიცენტრიდან 100 კილომეტრში ითამაშეს. წინა დღეს, ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე ავარია მოხდა - კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე საშინელი ტექნოგენური კატასტროფა.

”ჩვენ ისე გვერიდებოდნენ, როგორც კეთროვანებს. როგორ იმოქმედა ჩერნობილის კატასტროფამ ფეხბურთზე“ - ამ სათაურით გამოცემა „ჩემპიონატმა“ ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურში 1986 წლის 26 აპრილს მოხდარ ავარიაზე წერილი გამოაქვეყნა და მეოცე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ტრაგედიიდან მეორე დღეს გამართული მატჩი გაიხსენა.

"27 აპრილს, რადიაციის ეპიცენტრიდან მხოლოდ ასი კილომეტრში, თითქოს არაფერი მომხდარა, კიევის „დინამომ“ სსრკ ჩემპიონატის მორიგი ტურში მოსკოვის „სპარტაკს“ უმასპინძლა. თამაშობდნენ სსრკ-ს ყველაზე ძლიერი გუნდები, რომელთა ფეხბურთელებიც (ძირითადად კიევის, რა თქმა უნდა), საბჭოთა ნაკრების არათუ ხერხემალს, ბირთვს წარმოადგენდნენ. კიევის რესპუბლიკური არენის ტრიბუნაზე პრინციპულ მატჩს თვალს 82 ათასი ადამიანი ადევნებდა“ - წერს გამოცემა.

ვლადიმერ ბესონოვი, რომელიც 1986 წელს კიევის „დინამოს“ მცველი იყო, აღნიშნულ სტატიაში ქართველი თავდამსხმელის, რეზო ჩელებაძის დახმარების ამბავს იხსენებს:

"ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე მომხდარი ავარიის შემდეგ, მე და ბალმა ოჯახები ქობულეთში რევაზ ჩელებაძესთან გავაგზავნეთ. ყველას ოჯახს და ახლობლებს კიევიდან რაც შეიძლება შორს ვუშვებდით. გამოსხივებისგან თავის დასაცავად წითელ ღვინოს ვსვამდით.

ავარია აპრილის ბოლოს მოხდა. ამის შესახებ „სპარტაკთან“ მატჩის შემდეგ ავტობუსში შევიტყვე. ლობანოვსკიმ თანაშემწეს უთხრა - "ჩერნობილის სადგურზე რეაქტორი აფეთქდა. საშიში არაფერია. ხანძარი ჩააქრეს, ორი ადამიანი დაიღუპა“. მაშინ ვერავინ იფიქრებდა, რამდენად სერიოზული ამბავი მოხდა. დეტალები რამდენიმე დღეში საფრანგეთში გავიგეთ, სადაც თასების მფლობელთა თასის ფინალის თამაში გვქონდა. იქ, ჩერნობილის შესახებ სიახლეებს ყველა არხზე ატრიალებდნენ. ჩვენ ისე გვერიდებოდნენ, როგორც კეთროვანებს, თქვენ დასხივებულები ხართო... წაიკითხეთ ვრცლად

თბილისში სამბორბლიანი ველოსიპედების შემოყვანა იგეგმება, რომლითაც ბავშვების გადაყვანას შეძლებთ - სერვისის საფასურს მეტრომანით დაფარავთ

შსს სასაფლაოებთან დაკავშირებით, მოსახლეობას მიმართავს

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობამ 500-ს გადააჭარბა