ავტორი:

კერძო სექტორში დასაქმებული პირი, რომლის ხელფასი არ აღემატება 1 500 ლარს, საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლდება

კერძო სექტორში დასაქმებული პირი, რომლის ხელფასი არ აღემატება 1 500 ლარს, საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლდება

"დაქირავებით დასაქმებულები, რომლებმაც შეინარჩუნეს სამუშაო ადგილი, მიიღებენ საგადასახადო შეღავათს, საშემოსავლო გადასახადში კომპენსაციის სახით" - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ლაშა ხუციშვილმა ანტიკრიზისული გეგმით გათვალისწინებული მიზნობრივი სოციალური დახმარებისა და საგადასახადო შეღავათების პრეზენტაციისას განაცხადა.

"დაქირავებით დასაქმებულები, რომლებმაც შეინარჩუნეს სამუშაო ადგილი, მიიღებენ საგადასახადო შეღავათს, საშემოსავლო გადასახადში კომპენსაციის სახით. კერძოდ, დაქირავებით დასაქმებული, რომლის ხელფასი არ აღემატება 1 500 ლარს და დასაქმებულია კერძო სექტორში, საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლდება ყოველი კალენდარული თვის განმავლობაში, თითოეულ დამქირავებელთან ხელფასის სახით მიღებულ შემოსავალზე 750 ლარის ოდენობით.

საგადასახადო შეღავათის მაქსიმალური ოდენობა არის თითოეულ სამუშაო ადგილზე 150 ლარი, ხოლო საგადასახადო შეღავათის პერიოდია 2020 წლის 1 მაისიდან მომდევნო 6 თვის განმავლობაში.

დამქირავებელი 2020 წლის მაისი-ოქტომბრის თვეებში გადახდილ ხელფასზე საშემოსავლო გადასახადის გაანგარიშებას განახორციელებს უკვე ახალი საგადასახადო შეღავათების გათვალისწინებით, რომლის დეკლარირებაც მოხდება ხელფასის გაცემის მომდევნო თვის 15 რიცხვამდე. ეს არის კლასიკური სახის საგადასახადო შეღავათი, რომელიც ხორციელდება საგადასახადო კოდექსში განხორციელებული ცვლილებების გზით. დამქირავებელი ყოველთვიურად წარადგენს საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციას და უკვე ამ დეკლარაციაში ასახავს 750 ლარამდე გაცემულ თანხას 0%-იანი საშემოსავლო გადასახადით.

დღეს მოქმედი შეღავათები, რომელიც დღეს არსებობს გარკვეული ტიპის მოქალაქეებზე, იმოქმედებს პარალელურად. მაგალითად: შშმ პირები, ომის ვეტერანები, მარტოხელა დედის სტატუსის მქონე პირები, მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირები და ა.შ. ამ შეღავათებით ისარგებლებენ პარალელურ რეჟიმში. ისინი ისარგებლებენ ახალი შეღავათითაც და მოქმედითაც,“ - განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.

საქართველოში კორონავირუსისგან უკვე 207 ადამიანი გამოჯანმრთელდა

რა ქონებას ფლობენ ძამას ხეობის სასულიერო პირები, რომელთა კრიმინალური გარჩევით გამოძიება დაინტერესდა

ინფიცირებულია საუნივერსიტეტო კლინიკის გინეკოლოგი, რომელსაც ვირუსი სავარაუდოდ, ორსულისგან გადაედო - "მთავარი არხი"