ავტორი:

"კორონავირუსი არც ივნისში მორჩება, არც ივლისში, არც აგვისტოსა და სექტემბერში... მასთან თანაცხოვრება უნდა ვისწავლოთ" - გამყრელიძე

"კორონავირუსი არც ივნისში მორჩება, არც ივლისში, არც აგვისტოსა და სექტემბერში... მასთან თანაცხოვრება უნდა ვისწავლოთ" - გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის თქმით, ახალი კორონავირუსი არც ივნისში მორჩება, არც - ივლისში, არც აგვისტოსა და სექტემბერში.

მისი თქმით, საზოგადოებამ ახალი ტიპის რესპირატორულ ვირუსთან თანაცხოვრება უნდა ისწავლოს.

"ბევრმა ქვეყანამ დაწესებული შეზღუდვები მოუშვეს, რადგან ახალი შემთხვევების კლება აქვთ. ასევე კლება აქვთ სიკვდილიანობის... რატომ? იმიტომ რომ ძირითადი თეზა აქ რჩება, რომ ახალი კორონავირუსი არც ივნისში მორჩება, არც - ივლისში, არც აგვისტოსა და სექტემბერში. ჩვენ თანაცხოვრება უნდა ვისწავლოთ ახალი ტიპის რესპირატორულ ვირუსთან.

მინდა გითხრათ, რომ ჩვენმა საზოგადოებამ შეზღუდვების პირველი მოხსნა მიიღეს ისე, თითქოს კორონავირუსი დავამარცხეთ და ყველაფერი შეგვიძლია გავაკეთოთ. არა ბატონო, ეს არის პირველი ნაბიჯი შემსუბუქების.

ამას იმიტომ ვამბობ, რომ დიდი ხნით მოგვიწევს დახურულ შენობებში პირბადით სიარული, ასევე დისტანცირება, ხელების ხშირი დაბანა, პირადი და საზოგადოებრივი ჰიგიენის მკაცრი წესების დაცვა. ასევე დიდი ხნის განმავლობაში მოგვიწევს შეკრებებისგან თავის არიდება" - აღნიშნა გამყრელიძემ ტელეკომპანია "პირველში" საუბრისას.

"პატარა ეპიდემიოლოგიური აფეთქება იქნება..." - ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე

"დაბინძურებულ წყალში თვეში 100-150 ლარის გადახდა გვიწევს" - ხმაური და დაპირისპირება ლაგოდეხში

ძლიერი სეტყვა ფონიჭალაში - ფოტოები ადგილიდან