ავტორი:

მაშველებმა მდინარე ალაზანში 80 წლის მწყემსის ცხედარი იპოვეს

მაშველებმა მდინარე ალაზანში 80 წლის მწყემსის ცხედარი იპოვეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ორდღიანი უწყვეტი საძიებო-სამაშველო ღონისძიებების შედეგად, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ გულგულის მიმდებარე ტერიტორიაზე, მდინარე ალაზანში დაკარგული 80 წლის მამაკაცის ცხედარი იპოვეს.

მამაკაცი, რომელიც სოფლის ნახირს მწყემსავდა, 27 აპრილს გაუჩინარდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ, შეტყობინების მიღებისთანავე, დაკარგული მამაკაცის ადგილსამყოფელის დასადგენად, შესაბამისი საძიებო სამუშაოები დაიწყო.

გაუჩინარებული მოქალაქის ტანსაცმელი მდინარე ალაზნის ნაპირზე, საძიებო ღონისძიებების დაწყებისთანავე იქნა აღმოჩენილი, რის შემდეგაც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა სამუშაოები დაიწყო როგორც წყალში, ასევე, მდინარის სანაპირო ზოლზე.

ადგილობრივ სახანძრო-სამაშველო ჯგუფებთან ერთად, პროცესში ჩართული იყო განსაკუთრებულ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს სამაშველო ჯგუფი. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები პერიმეტრს დრონით ათვალიერებდნენ. ასევე, ექოლოტის საშუალებით მიმდინარეობდა წყლის ფსკერის მონიტორინგი. მდინარეში მუშაობდა მყვინთავთა ჯგუფი.

ადგილზე მუშაობდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები. მობილიზებული იყო ყველა შესაბამისი სამსახური.

ნიუ-იორკში საქართველოს მოქალაქე კორონავირუსით გარდაიცვალა - გარდაცვლილი 80 წლის მამაკაცია

სა­ქარ­თვე­ლო­ში კო­რო­ნა­ვირუ­სით მე-6 ადამიანი გარდაიცვალა - "გარდაცვლილი 83 წლის მამაკაცია"

გორის რაიონში "კომენდანტის საათის" დროს მომხდარი ავარია მსხვერპლით დასრულდა